"ეს არის ყოვლად ამაზრზენი მკვლელობა" - პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
პოლიტიკა - 13:13, 24 Feb, 2018     2167
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წილკანში ჩავიდა და ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უშიშროების სამსახური მუშაობს, როგორც გადმოსვენების, ისე ორი ჩვენი თანამოქალაქის დაბრუნების საკითხზე.

„ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლი, ადამიანი, რომელიც საქართველოს ემსახურებოდა. მათ შორის, საერთაშორისო მისიებში. მას საქართველოში ერთი ტყვია არ გაუსვრია.

ის ემსახურებოდა თავის სამშობლოს, სამსახურის მერე უკვე მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა.

ეს არის ყოვლად ამაზრზენი მკვლელობა, რომელიც დიდ ტკივილად ემატება ოკუპაციის ტრაგედიას.

სახელმწიფო უშიშროების სამსახური მუშაობს, როგორც გადმოსვენების, ისე ორი ჩვენი თანამოქალაქის დაბრუნების საკითხზე, რომელთა ბედი ჩვენ ძალიან გვაღელვებს.

ვიზიარებთ ოჯახისა და ყველა ახლობლის ტკივილს. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოჩნდეს ამ ტრაგედიის პარალელურად ის სიმართლე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. ის, რაც ვნახეთ ერთი წლის წინ აფხაზეთში, ის რასაც ვხედავთ აქ, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა“, -განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42