"განვიხილავთ ნაბიჯებს, რომელიც "შეჩერების მექანიზმის" არამოქმედებას უზრუნველყოფს"- ჯანელიძე გერმანელ მაღალჩინოსნებთან შეხვერდას აანონსებს
პოლიტიკა - 12:00, 24 Feb, 2018     835

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და კიდევ ერთხელ შეაფასა გერმანიისა და ევროპის სხვა სახელწმიფოების პროგრამები, რომელიც მათ ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობენ.

„ეს პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებიან, რათა ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში. ამას ხელს უწყობს როგორც გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობები, ასევე ჩვენი მთავრობაც,რომელსაც აქვს რეინტეგრაციის სპეციალური პროგრამები რეადმისირებული პირებისთვის საქართველოში შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ მათ ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციით მხოლოდ დაშვებული პირობებით, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელსაც სთავაზობს როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ასევე საქართველოს მთავრობა“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თმით ვიზალიბერალიზაციის პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, რომლის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საქართველოს მარტის დასაწყისში ესტუმრება. „მაშინვე, როგორც კი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში გაჩნდა კითხვები ვიზა ლიბერალიზაციის პირობების დაზღვევასთან დაკავშირებით და გარკვეულწილად გაიზარდა სტატისტიკა, მყისიერად დავიწყეთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენს პარტნიორებთან დავიწყეთ ძალიან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გასაცემად.

სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოში ჩამოვლენ გერმანიის მთავრობის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და ჩვენ უკვე საქართველოში განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ შეჩერების მექანიზმის გამოყენება დღის წესრიგში არ დადგეს. მოგეხსენებათ, რომ მე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან. ასევე გერმანიაში უკვე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მანაც გამართა შეხვედრები და პირველადი კონსულტაციები და დაიგეგმა გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებისვიზიტი საქართველოში. ეს ხაზს უსვამს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, ჩვენს დროულ და ადეკვატურ ქმედებებს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდეს“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42