"გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა მოხდეს ადექვატური რეაგირება" - ჯანელიძე ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვლებაზე
პოლიტიკა - 10:44, 24 Feb, 2018     963
საგარეო სამეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ცხინვალში გარდაცვალების ფაქტის გამოეხმაურა.

„პირველ რიგში მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება და მივუსამძიმრო გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს, რადგანაც ყველას გვტკივა და განვიცდით, ჩვენი ტერიტორიებისა და რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ძალიან მძიმე შედეგს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს დროული და ადექვატური რეაგირება” - თქვა ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით გაგრძელდება აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ შეიქმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მექანიზმები. მიხეილ ჯანელიძის თქმით ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ამგვარი მექანიზმების შექმნა.

„რა თქმა უნდა ეს ფაქტი ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ ამასთან ერთად მინდა განვაცხადო, რომ მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებებისა, ჩვენ არ გადავუხვევთ სამშვიდობო პოლიტიკას და გავაგრძელებთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისკენ და ვერანაირი დაბრკოლება ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის“ - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ასევე, შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც არსებობს საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა ქართული მხარე მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ამ პროცესში ჩართულები არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით, ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროცესს, რომელიც გააერთიანებს და შეარიგებს ჩვენ საზოგადოებებს და არ მისცემს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ამ პროცესის ხელის შეშლის შესაძლებლობას“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42