„პანორამა თბილისის“ გოლფის კლუბის მშენებლობაზე 21 იანვარს 27 წლის ლევან ლაფაჩი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 21 იანვარს მშენდებლობის ზედა სართულზე ახლადდასხმული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და 27 წლის მუშა ქვეშ მოიყოლა. მომხდარის შესახებ დღეს გახდა ცნობილი და ის სააგენტო „აი ფაქტის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაახმაურეს.
შემთხვევის თვითმხილველი ამბობს, რომ ბეტონის ჭერი საკმარისად გამაგრებული არ იყო და ჩამოშლაც ამან გამოიწვია. ლაფაჩს რეზინის მილი ხელში ეჭირა და ბეტონს ასხამდა. მის გარდა ამ დროს იქ, სადაც ჭერი ჩამოწვა, არავინ იყო. ბეტონის ბოძები, რომლებსაც ჭერი უნდა დაეჭირათ ჯერ კიდევ სველი იყო, როცა ზემოდან ბეტონის საფარი დაასხეს. ბოძებმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოწვა.
„პანორამა თბილისი” ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის პროექტია. პროექტის შემსრულებელი, შპს “თაბორი რიზორთსი” მთელ პასუხისმგებლობას მომხდარზე ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიას, შპს “ინ-სის” აკისრებს და გამოძიების შედეგებს ელის.
მასალის გამოყენების პირობები






