გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა
პოლიტიკა - 18:42, 23 Feb, 2018     852

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

მხარეებმა ბოლო პერიოდში საქართველოსა და იაპონიას შორის განსაკუთრებულად გააქტიურებული ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში დინამიურად მიმდინარე თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

აღინიშნა ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირების ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, რაც იაპონიის ელჩის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა და გამოითქვა სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად აქტიურია, რასაც ქართული მხარე მიესალმება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მზარდი საექსპორტო პოტენციალი, ასევე, ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემო თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტ დინამიკას შესძენს.

მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო კავშირების პერსპექტივებზე იმსჯელეს, აღინიშნა პროექტები, რომლებიც იაპონიის მხარდაჭერით ხორციელდება. ტადაჰარუ უეჰარას თქმით, მსხვილი იაპონური კომპანიების დაინტერესება საქართველოს მიმართ დიდია, რასაც ქვეყნის სტაბილური ბიზნესგარემო და დემოკრატიული მისწრაფებები განაპირობებს.

შეხვედრისას ითქვა, რომ მთავრობებს შორის მჭიდრო კავშირებსა და მაღალი დონის ვიზიტებს ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებაში დიდი როლი ეკისრება.

შეხვედრის დასასრულს, იაპონიის ელჩმა გიორგი კვირიკაშვილს პირადად მიულოცა ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) წარმატება, რომელიც იმპერატორის თასის მფლობელი გახდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42