"ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც წლების მანძილზე იცავდა გლობალურ უსაფრთხოებას, რამდენიმე საათის წინ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს.
ის იყო ქართველი სამხედრო, რომელიც ემსახურებოდა გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში. სამწუხაროდ, ის მოიტაცეს და მოკლეს.
მოხარული ვარ, თქვენ საქართველოში იმყოფებით, ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იმ ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა, რომელსაც საქართველოსათვის დანიის სამეზობლო პროგრამა ითვალისწინებს.
"დიდი მადლობა იმ შთამბეჭდავი მხარდაჭერისათვის, რომელიც დანიას წლების მანძილზე საქართველოს მიმართ განუხორციელებია და როგორც მე ვიცი, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაგრძელდება და კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
თავის მხრივ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დღეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის აგრესიული ქმედებები, ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის პროცესი.
მასალის გამოყენების პირობები






