"არ გამოვრიცხავ, რაღაც პროფესიები გაუქმდეს" - განათლების მინისტრის მოადგილე
პოლიტიკა - 16:31, 23 Feb, 2018     2345

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული პროფესიების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო დონეზე აღიარების მიზნით მუშაობა დაიწყო. კანონპროექტების პაკეტს, რომელიც განათლების სისტემის ევროსტანდარტებთან თანხვედრას ისახავს მიზნად, განათლებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, „ჩვენი საკვალიფიკაციო ჩარჩო და პროფესიათა ნუსხა უნდა შეესაბამებოდეს უცხოურ შესაბამის ჩარჩოსა და ნუსხებს.“

„კანონის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში მოხდება ამის შესრულება. საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება კი მოგვცემს საშუალებას, ადვილად მოვახდინოთ კორელაცია. პროფესიათა ჩამონათვალს დავამტკიცებთ, ეს იქნება ერთიანი პრინციპის შემოტანა. ამ ცვლილებების მიხედვით, საუბარია ახალი პროფესიებისა და ახალი მიმართულებების შემოღებაზე. პროფესია არ გაუქმდება, არც ფაკულტეტი. აქ უფრო გაფართოებაზეა საუბარი ვიდრე შევიწროვებაზე. პრაქტიკულად როცა ვიხილავდით, მხოლოდ ახალი პროფესიებისა და ახალი მიმართულებების შემოღებაზე იყო საუბარი. თუმცა თეორიულად, არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, რაღაც პროფესიები გაუქმდეს. ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო არსებობს, არის რეკომენდაციები და კანონის მიხედვით სისტემას შესაბამისობაში მოვიყვანთ“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას თეიმურაზ მურღულიამ.

მისივე თქმით, კანონის მიღების შემდეგ ახალი ფაკულტეტების დამატება უნივერსიტეტების გადასაწყვეტი იქნება. აღნიშნული ცვლილება უმაღლესმა შესაძლოა, ავტორიზაციის პროცესში განახორციელოს.

„რაც შეეხება კანონის ცვლილებამდე ამა თუ იმ პროგრამების სწავლების დამადასტურებელად გაცემულ დიპლომებს, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არავის არ შეექმნება. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, საკვალიფიკაციო ჩარჩოს შექმნით, ახალ დიპლომებს ცხოვრება გავუმარტივოთ, ხოლო არსებულ დიპლომებს ვუმარტივებთ აღიარების პროცესს სხვა ქვეყნებთან კომუნიკაციით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

წყარო: EDU.ARIS.GE





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42