საბიბლიოთეკო რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 15:55, 23 Feb, 2018     461

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია საბიბლიოთეკო რეფორმასთან დაკავშირებით, ლიტერატურული და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მერის მოადგილემ პრეზენტაცია გამართა და შეხვედრის მონაწილეებს ბიბლიოთეკებში დღეს არსებული მდგომარეობა და საბიბლიოთეკო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

„დღეს ჩვენ შევხვდით მწერლებს, გამომცემლებს, ადამიანებს, ვისაც უყვარს წიგნი, იმისთვის, რომ მათ ბიბლიოთეკების რეფორმისა და მოდერნიზების მიმართულებით თბილისის მერიის გეგმები გავაცნოთ. პირველ რიგში, ეს არის სამართლებრივი პრობლემის მოგვარება, ახალი ა(ა)იპ-ის შექმნა, ბიბლიოთეკარების გადამზადება და იქ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მზად ვართ, ამ პროცესში გამომცემლებისა და საერთოდ, ბიბლიოთეკების განვითარებით დაინტერესებული მოქალაქეების შენიშვნები მოვისმინოთ და რჩევები გავითვალისწინოთ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერიის ინიციატივით დაგეგმილი საბიბლიოთეკო რეფორმა მუნიციპალური ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, მათი ინფრასტრუქტურის განახლებასა და აღჭურვას, ასევე, კადრების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით, მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს.

რეფორმის ფარგლებში, ასევე, იგეგმება ახალი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ შექმნა, რომელშიც თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და თბილისის მედიათეკები მოექცევა. მისი მიზანი თანამედროვე ტიპის კულტურულ-საინფორმაციო სივრცის შექმნაა, რომელშიც მომხმარებელს საშუალება ექნება, როგორც მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით, ისე ელექტრონული რესურსებით ისარგებლოს. ასევე, სხვადასხვა ტიპის პროფილური სერვისების შექმნა და განვითარება იგეგმება.

სამომავლოდ, ასევე, შეიქმნება წიგნის საპატიო მცველის შტატი, რომელსაც ის ბიბლიოთეკარები დაიკავებენ, რომელთაც თბილისის ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42