ამასთანავე ე.წ კომიტეტი ტატუნაშვილის პირადი ნივთების შეახებაც ავრცელებს ინფორმაციას, მათი თქმით ტატუნაშვილს პირად ნივთებში აღმოაჩნდა სამხრეთ ოსეთის ყალბი დოკუმენტები, ქართული პირადობის მოწმობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სავიზიტო ბარათი. ამასთანავე დე ფაქტო უწყების ცნობით ტატუნაშვილის ტელეფონში აღმოჩენილი იქნა ვიდეო, რომელზეც ცხინვალის რეგიონში მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო ასახული.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე 1983 წელს დაბადებული არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. დე ფაქტო უწყების ცნობით ტატუნაშვილი ერთი დღით ადრე ახალგორში დააკავეს, ტატუნაშვილს დე ფაქტო საგამოძიებო უწყებამ „გენოციდის" ბრალდება წაუყენა. როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს, ტატუნაშვილი დაკითხვაზე ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მას აჩვენეს მასალები, რომელიც მის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ამტკიცებდა.
დეფაქტო ცხინვალი აღიარებს, რომ დროებით იზოლატორში გადაყვანისას ტატუნაშვილის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის გამოც მან მნიშვნელოვანი ტრამვები მიიღო და მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






