ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ასეთი განცხადება ცინიკური, არაფრისმთქმელი და არაფრისმომტანია:
„ეს არის ცინიკური და არაფრისმთქმელი განცხადება. სასაცილოა ჩემი აზრით, როდესაც სასამართლოში ამხელა პრობლემებია და რეალურად სასამართლო გადაიქცა პოლიტიკური მართლმსაჯულების მნიშვნელოვან რგოლად და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გასამართლების ძალიან სერიოზულ ფორმულად. ისეთი მოსამართლეები, როგორებიც არიან მურუსიძე, კაპანაძე, ჩინჩალაძე და ასეთი ადამიანები. კლანური სისტემით იმართება სასამართლო, ამ ფონზე პრემიერის განცხადება არაფრისმომტანია, თითქოს ახლა დაინახა მან პრობლემები სასამართლო სისტემაში.
არასდროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გამოუმჟღავნებია ისეთი პოლიტიკური ნება, რომ სასამართლოში დაემკვიდრებინა დემოკრატიული სტანდარტები.
ასევე იუსტიციის საბჭოში რაც ხდება, როგორ ინიშნებიან მოსამართლეები, როგორ რეაგირებენ კრიტიკაზე, ეს განცხადება ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, რომელიც დაინტერესებულია სასამართლო სისტემის რეალური ცვლილებით, არაფრისმომტანია. ახლა დაინახა პრემიერმა, რომ ვთქვათ ნაზღაიძე არსებობს, რომელიც კორუფციისთვის და რუსთავი 2-ის საქმის გარშემო მიმდინარე საქმეებისთვის დასაჩუქრდა მთავრობისგან? ეს არის ხელისუფლების ძალიან მყარი კურსი ამ მიმართულებით, რომ სასამართლო იყოს დაქვემდებარებული მთლიანად ხელისუფლებას, ისევე, როგორც ნებისმიერი მმართველი რგოლი“, - აღნიშნავს ხატია დეკანოიძე.
"ცინიკური და არაფრისმომტანი განცხადება" - ენმ პრემიერის
მასალის გამოყენების პირობები






