Washington Post: "ისლამური სახელმწიფოს" დაცემის შემდეგ სად მიდიან ISIS მებრძოლები? - საქართველოში 50 ადამიანი დაბრუნდა
პოლიტიკა - 14:04, 23 Feb, 2018     1788
Washington Post იმ პრობლემებზე წერს , რომელიც შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების შესუსტების შემდეგ, ISIS წევრების სამშობლოში დაბრუნებამ შექმნას. სტატიაში საუბარია ანგარიშზე, რომელიც Soufan Center-მა და Global Strategy Network-მა მოამზადეს. ანგარიშში საუბარია იმ მებრძოლების რაოდენობაზე, რომლებიც ISIS-ის რიგებში ბრძოლის შემდეგ საკუთარ ქვეყნებს დაუბრუნდნენ

„ახლა როდესაც „ისლამური სახელმწიფიფო თავის უკანასკნელ წერტილებს თმობს სირიის ტერიტორიაზე, მსოფლიო ახალი პრობლემის წინაშე დგება: „ისლამური სახელმწიფოს“ 40 ათასი მხარდამჭერიდან, რომლებიც ერაყში და სირიაში საბრძოლველად გაემგზავნენ ნასილი სახლში ბრუნდება. Soufan Center-ისა და Global Strategy Network-ის კვლევის თანახმად, გამოვლინდა 5600 მებრძოლი, რომლებიც მშობლიურ ქვეყნებს დაუბრუნდნენ.

ამ ქვეყნებს ჯერ ვერ გაურკვევიათ, როგორ მოექცნენ დაბრუნებულ რეპატრიანტებს. ბევრი მათგანი დაპატიმრებულია, ზოგს კი შესაძლოა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. ეს სარეაბილიტაციო პროგრამები რთული შესამუშავებელი და ასამოქმედებელია. იმ ქალების და სირიაში და ერაყში ბრძოლის დროს დაბადებული ბავშვების დაბრუნება, რეინტეგრაციას სხვა პრობლემებსაც უქმნის.

მართალია დაბრუნებულ მებრძოლებს პირდაპირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ ნებისმიერ ტერაქტსა თუ საფრთხეზე, მაგრამ ისინი შესაძლოა შთაგონების წყარო გა ხდნენ მათთვის ვინც რადიკალიზაციის გზას ადგანან ან უკვე რადიკალთა რიგებში არიან.

ყველაზე მეტი, 900 მებრძოლი დაბრუნდა თურქეთში , საიდანაც 2014-2017 წლებში სირიაში და ერაყში საბრძოლველად 1500 ადამიანი იყო წასული. საუდის არაბეთიდან წასული 3000 მებრძოლიდან შინ 760 დაბრუნდა. 1200 მებრძოლი დაბრუნდა ევროპაში: 400 დიდ ბრიტანეთში, 271 საფრანგეთში, 300 გერმანიაში. რუსეთის 3400 მოქალაქიდან დაბრუნდა 400. დაბრუნებული მებრძოლების მიხედვით მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი, ტუნისში 800 , ხოლო მაროკოში 200 მებრძოლი დაბრუნდა.

ანგარიშის მიხედვით 7 მებრძოლი დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ISIS-თან შეერთების მცდელობა 250-ზე მეტ ამერიკელს ქონდა, თუმცა საბრძოლო მოქმედებებისთვის ერაყში და სირიაში ჩასვლა 129 ადამიანმა შეძლო. 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეერთებულმა შტატებმა ტერორიზთან კავშირში ეჭვმიტანილად 135 ადამიანი სცნო, 77 მათგანი კი გაასამართლა.“- ნათქვამია Washington Post-ის სტატიაში.

ანგარიშის მიხედვით, ISIS რიგებში საქართველოდან 200-ზე მეტი ადამიანია წასული, მათგან დაახლოებით 50 სამშობლოში დაბრუნდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42