დეფაქტო ცხინვალი აღიარებს, რომ დროებით იზოლატორში გადაყვანისას ტატუნაშვილის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის გამოც მან მნიშვნელოვანი ტრამვები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„დაკითხვისას ეჭვმიტანილმა ადვოკატის და თარჯიმნის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, თუმცა არც მათი თანდასწრებით არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა გადაყვანის პროცესში მას ქონდა მცდელობა, რომ ერთ-ერთი ბადრაგისთვის იარაღი წაერთმია. აღნიშნულ მცდელობაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს ბადრაგებმა და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენეს. ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.“- ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი თქმით, საავადმყოფოში მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიეს თუმცა ის გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.
როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელიტარული დანაყოფის შემადგენლობაში მსახურობდა და მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში.
მასალის გამოყენების პირობები






