"პრემიერის განცხადებას შედეგი არ აქვს, "ქართული ოცნება" დაშორდა მორალურ საფუძველს" - ანა დოლიძე
პოლიტიკა - 12:19, 23 Feb, 2018     1935
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ეხმაურება.

საუბარია მოსამართლეების უვადოდ განმწესების საკითხზე. დოლიძე მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ერთგვარი მოწოდება იყო მმართველი გინდის იმ წევრების მიმართ, რომლებსაც მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების გატარება ეხებათ.

„მივესალმები ამ განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას პრაქტიკული შედეგი ამ ეტაპზე არა აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აღნიშნავს „ქართული ოცნების“ მორალურ საფუძვლებს. „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, ჰქონდა მორალური საფუძველი და მთავარი მორალური საფუძველი იყო სამართალში. პრემიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა ამ მორალურ საფუძველს და რეალურად არის მოწოდება, რომ დაბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს პრაქტიკისთვის თითქოსდა დაგვიანებულია, შეიძლება იყოს გაგებული რომ „ქართული ოცნების“ ის ნაწილი, რომელსაც ეხება რეფორმების გატარება ამ სფეროში, დაჯდეს და გაატაროს ისეთი რეფორმები, რომელიც დააბრუნებს მას იმ საწყისთან, რომელიც ამ მოძრაობას ჰქონდა 2011-2012 წლებში.

ეს განცხადება არის მოწოდება, რომ ის სულისკვეთება, რომელიც „ოცნებას“ ჰქონდა, რომ აქ იქნება სამართლიანობა და სამართლიანობის აღგენა, ამ მორალურ საფუძვლებთან დაბრუნდნენ და ეს უნდა მოხდეს რეფორმების გზით.

ვიცით, რომ სულხან მოლაშვილი დღეს დადგენილია, როგორც წინა ხელისუფლების პოლიტპატიმარი და მსხვერპლი, მისი განმხილველი საქმის მოსამართლის დატოვება უვადოდ, ასევე სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლის დატოვება უვადოდ ეს არის პოლიტიკური პატიმრებისთვის სილის გაწნა, სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანებისთვის სილის გაწნა და კარგია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ სავალალო შედეგს მიხვდნენ, ამას აჩვენებს პრემიერის განცხადება“, – აცხადებს ანა დოლიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42