„აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს სასამართლო სისტემა ოპონენტების საწინააღმდეგო იარაღად, ან თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად“ -იან კელი
პოლიტიკა - 17:30, 22 Feb, 2018     901
„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მაფიქრებს, არის ძლიერი ინსტიტუტების არსებობის აუცილებლობა და ხელისუფლების შტოებს შორის დემოკრატიული კონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმი“ - ამის შესახებ იან კელიმ თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში განაცხადა.

იან კელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემაზე და ამბობს, რომ თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ელჩი ამავე კონტექსტში ამერიკული კომპანიების მიერ გამოთქმულ წუხილს იხსენებს.

„იყო რამოდენიმე შემთხევა უახლოეს წარსულში, როდესაც ამერიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სამართლიანი მოპყრობა სასამართლოებში. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელიც თავისუფალია გარეშე ზეგავლენისაგან, არის უმნიშვნელოვანესი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, რაც ესოდენ აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის.

ასევე, აუცილებელია ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ და იცოდეს, რომ მის უფლებებს დაიცავენ არა ცარიელი სიტყვით, არამედ საქმით. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს სასამართლო სისტემა ოპონენტების საწინააღმდეგო იარაღად, ან თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად. მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული, როგორ გამოავლენს თავშეკავებას, რომ არ გადაამეტოს საკუთარ უფლებებს, დაეხმაროს საზოგადოებას განხეთქილების დაძლევაში და შეაჩეროს წარსულ შეცდომებზე დავის განახლება“ - განაცხადა იან კელიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42