"ბექაურს სარეკლამო ბაზარზე პირადი ინტერესები აქვს" - გვარამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს
პოლიტიკა - 19:04, 22 Feb, 2018     1367
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2012-17 წლებში, რეკლამიდან მიღებული შემოსავლები მზარდია, მწვავე გამოხმაურება მოყვა კერძო მაუწყებლების წარმომადგენლების მხრიდან. მათი განცხადებით, ის ციფრები, რომლებიც კახა ბექაურმა წარადგინა სიცრუეა.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, კახა ბექაურს სარეკლამო ბაზარზე საკუთარი ინტერესები აქვს. მისი თქმით, დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ სარეკლამო ბაზარი დანგრევის პირასაა.

„დანგრეულია ის ბაზარი მიზანმიმართულად, ბატონი ბექაურის იდეების გაზიარებით და პირველ რიგში, ეს არის სარეკლამო რეგულაციები, რომელიც სწორედ მისი ინიციატივა იყო, ამიტომ, ბატონმა ბექაურმა არამხოლოდ პოლიტიკური და თანამდებობრივი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს, ჩემი აზრით, ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროშიც გადასულია, იმიტომ რომ აქვს პირადი ინტერესები, ჩვენი ინფორმაციით, სარეკლამო ბაზარზე. ყველამ იცის მედიაში, არა მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, არა მხოლოდ ტელეკომპანია „იმედმა“, არა მხოლოდ მსხვილმა ტელეკომპანიებმა, არამედ წვრილმა ტელეკომპანიებმაც, რომ ბაზარი არის დანგრევის პირას. რა სისულელეებიც არ უნდა ილაპარაკოს, ამ მხრივ, საკმაოდ გამორჩეულმა ბატონმა ბექაურმა, ეს არის ფაქტი. ის, რომ სარეკლამო სააგენტოების წილი სადღაც არის გათვალისწინებული, სადღაც არ არის, ეს არის ის, რაც ყოველწლიურად სარეკლამო ბაზარს თან ერთვის, თან პრაქტიკულად უცვლელი მარჟით და ეს არავითარ ცვლილებებს არ იწვევს სარეკლამო ბაზრის მიმართულებით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

განცხადება გააკეთა ტელეკომპანია ”კავკასიას” გენერალური დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ კახა ბექაურის მიერ მოყვანილი ციფრები არა მატებას, არამედ სარეკლამო ბაზრის კლებას ადასტურებს.

„ბექაური გვეუბნება, რომ ციფრებს კი ნუ დაუჯერებთ, დაუჯერეთ ჩემს რაღაც წარმოსახვებს და ამის შედეგად უნდა თქვათ თქვენ, რომ ბაზარმა მოიმატა, რაც აბსურდია. მან მოატყუა პარლამენტის თავმჯდომარე და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა, როცა ის ამტკიცებდა, რომ სარეკლამო ბაზარი იზრდება,“- აცხადებს ჯანგირაშვილი.

კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია ”იბერიას” სარეკლამო სამსახურის წარმომადგენელმა ანი მეტრეველმა.

„კომპანია იბერია სულდგმულობს, ასე ვთქვათ, ერთადერთი ძირითადი დამკვეთით, ეს არის ომეგა ჯგუფი,“ - აღნიშნა მეტრეველმა.

წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42