არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები მოსამართლეების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან
პოლიტიკა - 16:15, 22 Feb, 2018     1002
არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები საბჭოს წევრი მოსამართლეების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან.

"არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს საბჭოს წევრის ანა დოლიძის მიმართ, თითქოსდა მისი საქმიანობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

2008 წლის ომის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებების მასობრივი და სასტიკი დარღვევის ფაქტებზე საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და მათმა პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) და რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივამ (RJI), ასობით ადამიანის ინდივიდუალური და კოლექტიური განაცხადი წარადგინეს საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ. განაცხადები უკავშირდება ომის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საკუთრების განადგურების, დისკრიმინაციული დევნისა და სხვა ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის პრაქტიკებს. ადამიანის უფლებების უნივერსალურობისა და თანასწორობის იდეიდან გამომდინარე, ომის დროს, ეთნიკურად ოსი მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის აღიარებისა და დაცვის მიზნით, რამდენიმე განაცხადი ასევე გაიგზავნა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ სიცოცხლის ხელყოფისა და გაუჩინარების მძიმე შემთხვევებს მოიცავდა.

ადამიანის უფლებების დაცვის კონცეფცია ადამიანის სიცოცხლის და ღირსების აღიარებისა და დაცვის უპირატესობის იდეაზე დგას და ის საკუთარი დაცვის სუბიექტად ყველა ადამიანს ხედავს, განურჩევლად ეთნიკური და მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. სამწუხაროა, რომ სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც, პირველ რიგში, სწორედ ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების დაცვის იდეას უნდა იცავდნენ, დღეს სახელმწიფო ინტერესების შესახებ ვიწრო წარმოდგენებით მანიპულირებენ. სასამართლო სისტემის მიმართ მთავარი კრიტიკა, წლების განმავლობაში, სწორედ არაჯანსაღად და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ აღქმულ სახელმწიფო და საჯარო ინტერესს უკავშირდებოდა, რაც დიდწილად განსაზღვრავდა მართლმსაჯულების სისტემის უსამართლო ბუნებას.

ამდენად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის საქმიან რეპუტაციას, არამედ შეცდომაში შეყავს საზოგადოება და აზიანებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ყველა იმ ორგანიზაციისა და უფლებადამცველის საქმიანობას, რომლებიც სწორედ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეახსენებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეულ წევრებს, რომ ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეგიონული მექანიზმია და სწორედ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული არაერთი საქმის დამსახურებაა საქართველოში სისტემური ხარვეზების გამოსწორება, რაც ცალკეული ადამიანების უფლებების აღდგენასთან ერთად მოხდა" - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი პირები ორგანიზაციები:

1. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

3. ადამიანის უფლებათა ცენტრი

4. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

5. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

6. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

7. საერთაშორისო სამართლიანობა (JI)

8. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN)

9. თამარ ხიდაშელი, იურისტი

10. თამარ გურჩიანი, იურისტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42