სამართალდამცავები თემქაზე მოკლული გოგონას შეყვარებულს კითხავენ - ვისი ზარი დაფიქსირდა ბოლოს გარდაცვლილის ტელეფონში
პოლიტიკა - 15:24, 22 Feb, 2018     13804
ამ დრომდე უცნობია ვინ მოკლა 20 წლის ანა ნაცვლიშვილი. ყელგამოჭრილი გოგონა დღეს დილით, თემქაზე მდებარე ერთ-ერთ სკვერში შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა. ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს, სახლიდან ხალათით გამოიყვანეს, ავტომობილში ჩასვეს და მკვლელობის ადგილზე მიიყვანეს.

სასტიკი მკვლელობის ავტორის ვინაობა უცნობია. ამ დროსითვის ცნობილია, რომ 2 საათზე მეტია, თემქის პოლიციაში სამი მამაკაცი იკითხება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციელებმა დაკითხვაზე მოკლულის შეყვარებული და მისი ორი მეგობარი მიიყვანეს.

როგორც ამბობენ, პოლიციამ ნაცვლიშვილის ტელეფონზე შესული ზარები და მოკლეტექსტური შეტყობინებები გაშიფრა, და აღმოჩნდა რომ გოგონას ბოლოს სწორედ მისმა მეგობარმა ბიჭმა დაურეკა.

"უნივერსიტეტში არ მიდიოდა, რადგან დასვენებაა, შესაბამისად უცნობია, რატომ გავიდა ხალათით დილით სახლიდან. ალბათ პოლიცია იპოვის ტელეფონში ვის წერდა და ვინ დაიბარა. შეყვარებულთან კონფლიქტი ყველას აქვს, რაღაც სისულელეებზე ჩხუბობდნენ, მაგრამ სასიკვდილოდ გამეტება მეეჭვება"- აცხადებს გოგონას მეზობელი.

20 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი თემქაზე დღეს დილით იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42