თბილისის მერის მოადგილე ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდა
პოლიტიკა - 14:35, 22 Feb, 2018     837

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

თბილისის მერის მოადგილემ და საქალაქო სამსახურის უფროსმა თავშესაფრის საცხოვრებელი, სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო, საშრობი ბლოკები და თავშესაფრის ბენეფიციართა მიერ შესრულებული ნამუშევრები დაათვალიერეს. ასევე, დაესწრნენ თავშესაფრის ბენეფიციართა გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამედიცინო გამოკვლევებს.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისის მერია მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრები მოქალაქეების რესოციალიზაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„გავიცანით საოცარი ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ისინი ძირითადად, შემოქმედებით არიან დაკავებული. მათ თავიანთი ხაზი და ნამუშევრები აქვთ. საოცარი ხელნაკეთი ნივთები აქვთ და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტმა ასევე იფიქროს, თუ კიდევ რით შეიძლება შევუწყოთ ამ ადამიანებს ხელი, თუნდაც დასაქმებისა და არტ-თერაპიის კუთხით, რომელიც შეიძლება მათი შემოსავლის წყარო გახდეს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

დღეისთვის, თავშესაფარში 117 მიუსაფარი პირი ცხოვრობს. ბენეფიციარები ორჯერადი სრულფასოვანი კვებით არიან უზრუნველყოფილი.

„გავესაუბრეთ მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მერია მაქსიმალურად შეეცდება, რომ მომავალში გაითვალისწინოს ის ცვლილებები, რაც ამ ადამიანებს მომსახურებასა და საზოგადოებაში მათი რესოციალიზაციის მიზნით სურთ“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

თბილისის მერიის კუთვნილი მიუსაფართა თავშესაფარი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და ერთდროულად, 240 ბენეფიციარის მომსახურების საშუალება აქვს. მიუსაფარი პირები თავშესაფარში პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებს, პირადი მოხმარების ნივთებსა და ჰიგიენურ საშუალებებს 24 საათიან რეჟიმში იღებენ. მათ ხუთი სოციალური მუშაკი და საჭიროების მიხედვით, ფსიქოლოგი ემსახურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42