საქმე ზვიად რატიანის ვიდეოს ეხება, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
რატიანის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტების იცავენ.
„პირველი ინსტანციის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აღებულ იქნას ზვიად რატიანის ვიდეო და შემდგომში აღარ უნდა მოხდეს მისი გამოქვეყნება. რაც გავასაჩივრეთ, იქნას აღიარებული ქცევის კოდექსის დარღვევა რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას დარჩვევას და სიძულვილის გაღვივებას. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საჩივრდება სამეურნეო საბჭოში და ჩვენ საჩივარზე იმსჯელებს სამეურნეო საბჭო“ - აღნიშნა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა მარიამ გოგისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თვითრეგულირების საბჭომ რატიანის საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ვიდეო ვებგვერდიდან წაშალა, თუმცა დარღვევას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტი დღემდე არ აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები






