ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები სამართლებრივი აღიარების გარეშე რჩებიან - Amnesty International საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთებულ ჩანაწერს ეხმაურება
პოლიტიკა - 11:47, 22 Feb, 2018     1036
Amnesty International-ის ანგარიშში საქართველოში ლგბტ თემის ადამიანების უფლებების შეზღუდვაც მოხვდა. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ქორწინების შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთებულ ჩანაწერზე და აცხადებს, რომ ამის გამო ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები ყოველგვარი სამართლებრივი აღიარების გარეშე რჩებიან. ანგარიშში მოყვანილია ბათუმში მომხდარი ძალადობრივი ფაქტიც.

„ახალი კონსტიტუციით, ქორწინების შესახებ მუხლს, რომელიც ადგენს, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“, ქორწინების განმარტება დაემატა, რომელიც განისაზღვრა, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები ყოველგვარი სამართლებრივი აღიარების გარეშე რჩებიან. 25 აგვისტოს, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, პოლიციამ ორი ლგბტი აქტივისტი დააკავა. აქტივისტებმა მათ მიმართ ძალადობა და „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ საფუძვლით მათი დაკავება გააპროტესტეს. აქტივისტების განცხადებით, პოლიციელებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აგვისტოში, აქტივისტების საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული,“- აღნიშნულია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42