Amnesty International-ის ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარედ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე. ორგანიზაცია ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ რუსული სამხედრო ძალები და დე ფაქტო ხელისუფლებები მოსახლეების უფლებების შელახვას აგრძელებენ.
რუსულმა სამხედრო ძალებმა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებმა დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გააგრძელეს. საზღვრის „არალეგალურად“ კვეთის ბრალდებით, ათეულობით ადამიანის დროებით დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირდა. ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ მავთულხლართების გაბმის გახშირებულმა პრაქტიკამ ადგილობრივი მოსახლეების უფლებების შელახვა გააგრძელა: საკუთარ ბოსტნებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ მათი მუშაობის, საკვებისა და ცხოვრების სათანადო დონის უფლებები შეზღუდა.
მასალის გამოყენების პირობები






