„საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სამართალდამცავთა დაუსჯელობა შენარჩუნებულია“ - Amnesty International
პოლიტიკა - 11:18, 22 Feb, 2018     1261
Amnesty International დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დაუსჯელობაზე ამახვილებს, მაგალითებად კი „ბირჟა მაფიას“ და დემურ სტურუას საქმეები აქვს მოყვანილი.

„მიუხედავად მრავალგზის დაპირებებისა, ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დაუსჯელობა შენარჩუნდა. ივნისში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად, ხელისუფლება პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომლის მანდატადაც სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება დასახელდა.

ივნისში ჰიპ-ჰოპ დუეტის „ბირჟა მაფიის“ ორივე წევრი ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ბრალდებით დააკავეს, რასაც მათი მხარდასაჭერი დემონსტრაციები მოჰყვა. დაკავებული მუსიკოსები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავებმა მათ ნარკოტიკები პოლიციელის გამშარჟებელი მუსიკალური კლიპის გადაღებისათვის შურისძიების მიზნით ჩაუდეს. მუსიკოსების თქმით, მათ დაკავებას პოლიციის მხრიდან ვიდეოს წაშლის თაობაზე მუქარის შემცველი მოთხოვნები უძღოდა წინ. საპროსტესტო აქციებს „ბირჟა მაფიის“ წევრების წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოჰყვა. მუსიკოსების ბრალდების საფუძველზე, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

ივნისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა პოლიციელი, რომელსაც ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებოდა. 2016 წლის 8 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს სოფელ დაფნარში მომხდარ 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობას ეხება. პროკურატურის სარჩელი რამდენიმე მტკიცებულებას ეყრდნობოდა: დემურ სტურუას წერილი, სადაც ის თვითმკვლელობამდე მიყვანაში პოლიციის თანამშრომელს ბრალს ღიად დებს; ცხედრის ექსპერტიზის შედეგები, სადაც ძალადობის კვალი დასტურდება; ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ისვამს პოლიციელი მანქანაში დემურ სტურუას მისი თვითმკვლელობის დღეს; და სატელეფონო ზარების ამონაწერი. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს. პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.“- აღნიშნულია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42