2018 წელი ლოგისტიკის წლად გამოცხადდა
პოლიტიკა - 10:55, 22 Feb, 2018     488
თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი უწყებაში ლოგისტიკის წლად გამოაცხადა. გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა შეკრებილ სამხედროებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „არმიჰოლში“ გააცნო. ლევან იზორიას განცხადებით, რეფორმის მიზანი შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეცენტრალიზება, ავტონომიურობა, მობილურობა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვისა და კონტროლის გამარტივებაა. თავდაცვის მინისტრის თქმით, თითოეული ქვედანაყოფის ხარჯებისა და რესურსების მოდელირების მიზნით ავტომატიზებული სისტემები დაინერგება, რაც უწყებას რესურსების უკეთ მართვის შესაძლებლობას მისცემს. რეფორმის ფარგლებში, ასევე, მარაგების ანალიზის, მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და 2018 წლის ლოგისტიკის სამოქმედო გეგმა შემუშავდა.

პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გარდა, „შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სისტემების განვითარების პრეზენტაციაზე“ სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, კუბიკის (აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) პროგრამის მენეჯერი გრეგორი კანატა და აშშ-ის ევროპული სარდლობის სტრატეგიული ლოგისტიკის დირექტორის მოადგილე, კაპიტანი ბრაიან როსა გამოვიდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42