იოსებ ჩხიკვიშვილის ინფორმაციით, გერმანიიდან ქართველების დეპორტაცია 21 მარტს კიდევ იგეგმება.
გერმანიიდან გუშინ საქართველოს 65 მოქალაქე საქართველოში გამოაძევეს.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, ქვეყანა დაატოვებინეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის პირობები ჰქონდათ დარღვეული.
დეპორტირებულებს შორის არიან ისეთები, რომლებიც გერმანიაში წლებია, ცხოვრობენ და თავშესაფარს ელოდებიან.
Die Welt-ის ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა. “შინაგან საქმეთა სამინიტრომ დაადასტურა, რომ ბოლო თვეებში, კავკასიის რესპუბლიკიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, ოქტომბერში 355-მა, ნოემბერში - 444-მა, დეკემბერში - 522-მა, 2018 წლის იანვარში კი უკვე 745-მა ადამიანმა” - ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






