"ნდობის აღსადგენად ქართულმა მხარემ ჩვენს მოქალაქეებზე ზეწოლა უნდა შეწყვიტოს" - დე ფაქტო აფხაზეთი ჯანელიძის განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა - 16:34, 21 Feb, 2018     4065

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინიტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მინისტრი საქართველოს ხელისუფლების აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აქტიური პოლიტიკის გატარების სწრაფვაზე საუბრობს. ჯანელიძის თქმით, ოფიციალური სტრუქტურები უკვე მუშაობენ აღნიშნულ საკითხებზე.

"ამასთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში, აფხაზური მხარის ძალისხმევა მიმართულია ორმხრივი კომპრომისის მისაღწევად, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში დაძაბულობის განმუხტვისკენ და სრული, თანაბარუფლებიანი დიალოგისკენ.

გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის არაერთ წარმომადგენელს გაუკეთებია მრავალრიცხოვანი განცხადებები აფხაზეთთან და ოსეთთან მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის დაწყების სწრაფვასთან დაკავშირებით. პრაქტიკაში კი საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რეგიონში შექმნილი პოლიტიკურ-სამართლებრივი ფაქტორების იგნორირებას და მტკიცე უარს აცხადებს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც მხარეებს შორის სრულყოფილი დიალოგის აღსადგენად ძირითადი დოკუმენტი იქნებოდა.

იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება სწორ დასკვნებს გამოიტანს და რეალურ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენისკენ იქნება მიმართული, რაც აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის მიმართ საქართველოს მუდმივი აგრესიული პოლიტიკის გამო დაიკარგა.

ნდობის აღდგენის მიზნით კონკრეტული ღონისძიებების გასატარებლად , ქართულმა მხარემ, პირველ რიგში, უარი უნდა თქვას ჩვენი მოქალაქეების მიმართ პოლიტიკურ, ფინანსურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ზეწოლაზე და შეწყვიტოს ჩვენი რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციის უპერსპექტივო მცდელობები. სწორედ, ასეთი მიდგომა მოგვცემს საშუალებას ვისაუბროთ, საქართველოს მთავრობის გულწრფელ სურვილზე, შეიქმნას რეალური პირობები მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად.

გვინდა, იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი წარმომადგენლები შეძლებენ პოლიტიკური ნება გამოიჩინონ და აფხაზურ მხარესთან წლების განმავლობაში დაგროვებული მრავალრიცხოვანი პრობლემების გადასაჭრელად შინაარსობრივი დიალოგი დაიწყონ” - ნათქვამია მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42