გელოვანის გამზირზე, კალათბურთის მოედნის მშენებლობის ადგილიდან ხე-მცენარეები გადაირგო
პოლიტიკა - 16:06, 21 Feb, 2018     1446

მარშალ გელოვანის გამზირზე, საკალათბურთო მოედნის მშენებლობის ადგილიდან ნარგავების შენარჩუნების მიზნით, ექვსი ხე-მცენარე მიმდებარე ტერიტორიაზე გადაირგო.

ხე-მცენარეების გადარგვა აგროტექნიკური ღონისძიებებისა და ნარგავების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის საჭირო პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა, რომლის დროსაც, ადგილზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი იმყოფებოდნენ.

„დღეს დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. არსებობდა რამდენიმე ხე-მცენარე, რომელიც მშენებლობის პროცესს ხელს უშლიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მწვანე ნარგავების მაქსიმალური შენარჩუნებაა, ყველა საჭირო ღონისძიებას მივმართავთ იმისთვის, რომ თითოეული ხე-მცენარე შესაძლებლობის ფარგლებში შევინარჩუნოთ. გადარგვის სამუშაოები აგროტექნიკური მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდა. ამასთან, ჩატარდა ხე-მცენარის სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებები, რათა გადარგვის შემდეგ, მისი განვითარება მოხდეს და ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ გაუჭირდეს“, - აღნიშნა გიგა გიგაშვილმა.

დიდუბის რაიონის გამგებლის განცხადებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მოედნის მშენებლობის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერიც მოეწყობა.

საერთაშორისო სტანდარტების კალათბურთის მოედანი დიდუბის რაიონის გამგეობისა და კომპანია „გალფის“ თანამონაწილეობით აშენდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42