„თუ მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, ეს იქნება მისი კიდევ ერთი ფიასკო“ - მათიკაშვილი
პოლიტიკა - 12:57, 21 Feb, 2018     1350

"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ გიორეგი მარგველაშვილი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა.

მათიკაშვილი ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე შიშებზე საუბარი ღიმილის მომგვრელია.

„ღიმილის მომგვრელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე შიშებზე საუბარი. ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ სცემს პატივს სწორედ იმ ღირებულებებს, რის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. მთელი ეს პერიოდი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და შენებას მოანდომა ჩვენმა ხელისუფლებამ. ამ პროგრესს და წარმატებას ხედავს მთელი მსოფლიო. მხოლოდ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არ უნდათ, ეს ყველაფერი დაინახონ“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა და დასძინა, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ფიასკოს განიცდის.

"ვარწმუნებ მას და მის ადმინისტრაციას, საზოგადოებას, რომ ეს იქნება გიორგი მარგველაშვილის კიდევ ერთი ფიასკო, რომელსაც საზოგადოება დაინახავს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ვისაც პრეზიდენტის საზოგადოებასთან შეხვედრა საარჩევნო კამპანია ჰგონია, ეს მისი პრობლემაა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42