გაზეთი „ვერსია“ საქართველოში „კანონიერი ქურდების“ გააქტიურებაზე წერს. „ვერსიასთან“ საუბრისას, პოლიციის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ „კანონიერი ქურდები“ საქართველოში სხვა სახელითა და გვარებით შემოდიან და ხელისუფლების უმაღლეს პირებთან კომუნიკაცია აქვთ.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ქურდები საქართველოში სხვა სახელით და გვარებით შემოდიან და კომუნიკაცია ხელისუფლების უმაღლეს პირებთან აქვთ, ისინი ვაჭრობენ და პრივილეგიებს ითხოვენ, რომ ყველაფერი ეს ჩარჩოებში მოაქციონ და კრიმინალის დონემ დაიწიოს. ჰუმანური სასამართლოს ფონზე, ახალგაზრდები, რომლებსაც კრიმინალური სამყაროს ხიბლი აქვთ, არ ერიდებიან ქურდობასა და ძარცვას. პოლიცია კი უძლურია იმიტომ, რომ ადრე წაუთაქებდი და იტყოდა, ახლა რომც არ წაუთაქო, თავად ურტყამს კედელს თავს და მეორე ყვირის, მიშველეთ, მკლავენო. და რაც უნდა ვიდეო დავდოთ, რომ ჩვენ დამნაშავეები არ ვართ, ერთს იტყვიან, მონტაჟიაო და მორჩება მაგით. ასე არ და ვერ გაგრძელდება“ - აცხადებს „ვერსიასთან“ საუბრისდას პოლიციის მაღალჩინოსანი.
მასალის გამოყენების პირობები






