„უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი შინაარსი კი არა, პრეზიდენტის პერსონაა“ - აბაშიშვილი
პოლიტიკა - 12:09, 21 Feb, 2018     952
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებს გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება გამოსდით.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან პარლამენტში მოტივირებული შენიშვნები გაიგზავნა, მოლოდინი გვქონდა, რომ შინაარსობრივი დისკუსია შედგებოდა, თუმცა ამის ნაცვლად, მთელი ამ დროსი განმავლობაში ვნახეთ, რომ უმრავლესობის წევრები თითქოს ბრძოლის ველზე მიდიოდნენ და ერთმანეთს გასაოცარი ენთუზიაზმით უმტკიცებენ, რომ ეს ვეტო აუცილებლად დასაძლევი იყო არა იმიტომ, რომ გარკვეულ შინაარსობრივ საკითხებს არ ეთანხმებოდნენ ისინი, არამედ, რადგან ვეტო მარგველაშვილმა დაადო, მარგველაშვილის წინააღმდეგ საჭირო კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლის წარმოება იყო. კიდევ ერთხელ კვალიფიციური დისკუსია ვერ მივიღეთ, მაგრამ შესაშური ძალის დემონსტრირებას ვხედავთ, რაც საამაყოც კია, რადგან რაღაც მომენტში გაერთიანება შეუძლიათ. როგორც ჩანს, მარგველაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება გამოსდით. როგორც ყოველთვის, უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია არა შინაარსი, არამედ პრეზიდენტის პერსონა და შემიძლია, ამის დამადასტურებელი მთელი რიგი მაგალითები გავიხსენო. პარლამენტში ჩემს მიერ გამოტანილი მოტივირებული შენიშვნები ეროვნულ ბანკს შეეხებოდა. მაშინ, მოტივირებული შენიშვნებით, თავიდან კიდევ ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევა ავიცილეთ. პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტების ხარჯზე არავის არასოდეს გარიგებია და არ გაურიგდება“, - დასძინა აბაშიშვილმა.

უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებას არ აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42