III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედროებმა ეკლესიის მშენებლობა ბაზის პერსონალისთვის გამოსაჩენ ადგილას, ქართველი ჯარისკაცების ყაზარმის გვერდით მდებარე სივრცეში გადაწყვიტეს. III ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ეკლესიის მოსაწყობად საჭირო დამხმარე მასალები ბაზაზე მყოფმა სხვა ეროვნების სამხედრო მოსამსახურეებმაც მიაწოდეს. მშენებლობა და მოპირკეთება კი მთლიანად ქართველმა სამხედროებმა ითავეს. მოეწყო სალოცავი, სალოცავის ეზო, ასევე ავღანეთში დაღუპული ქართელი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი და სამრეკლო.
ეკლესიის ეზოში დარგულია ხეები, ეკლესია და მისი გალავანი ქვებით არის მოპირკეთებული. მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფს საკუთარი სამხედრო მოძღვარი არ ჰყავს, შესაბამისად საეკლესიო დღესასწაულებზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის კაპელანი წირვა-ლოცვას პერიოდულად აღავლენს.
მასალის გამოყენების პირობები






