“საგადასახადო ცვლილებები 120 ათასზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება” - პრემიერი
პოლიტიკა - 11:23, 21 Feb, 2018     911
„ეს არის ძალიან მასშტაბური ცვლილებები და მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად, შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან“,- ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარდგენილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტი.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წახალისდეს და ის სიკეთე, რაც დაბეგვრის შეღავათიან საგადასახადო რეჟიმის შემოღებას უკავშირდება მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში იგრძნონ.

გიორგი კვირიკაშილმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა და მასშტაბური რეფორმა 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება. მისივე თქმით, მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალიც 500 000 ლარს არ აღემატება, თუ აქამდე ეს ზღვარი 100 000 ლარი იყო. ასევე ხუთჯერ მცირდება პირდაპირი გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის 5%-დან 1%-მდე.

პრემიერმა ყურადღება კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე გაამახვილა.

„ცვლილებები აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან, შემოსავლების სამსახურთან. მეწარმემ უნდა დახარჯოს მინიმალური, დრო საკუთარი დროის ძალიან მცირე მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაში და სწორედ, ასეთი ცვლილებებია გათვალისწინებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ თითოეული მოქალაქე სათანადოდ იყოს ინფორმირებული.

„მოხარული ვარ, რომ ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვა ამ ცვლილებებს პირველ ეტაპზე და მინდა გთხოვოთ, რომ მთელ ქვეყანაში, მაქსიმალურად, თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ახლა ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე მეწარმეებთან შეხვედრები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს იმ შესაძლებლობისა და უდიდესი შეღავათის შესახებ, რომელიც ამ ცვლილებით არის გათვალისწინებული,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42