ხელვაჩაურის რაიონის ერთერთ სოფელში 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა, თუმცა როგორც ოჯახი აცხადებს, მათი ჩვილი გაუჩინარდა. ოჯახის წევრებმა გოგოს ორსულობის შესახებ არ იცოდნენ და მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც ახალნამშობიარები 20 წლის გოგო თავის ოთახში სისხლიანი იპოვეს. ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა, თუმცა ირწმუნებიან, რომ მათ ჩვილი არ უნახავთ. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 20 წლის გოგო ძლიერი სისხლდენით ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები ადასტურებენ, რომ ქალი ახალნამშობიარები იყო, თუმცა, ჩვილი თან არ ჰყავდა.
რატომ და რა ვითარებაში დაკარგა ოჯახმა ჩვილი, არ იციან, თუმცა ჩვილის სახლიდან გაუჩნარებას კატეგორილად უარყოფენ შს სამინისტროში. როგორც უწყებაში ,,ნიუპოსტს" განუცხადეს, ოჯახში მისულებს მათ სახლში ნამშობიარები ქალი დახვდათ ხოლო ჩვილი, გვერდით ოთახში ნაჭრებში გადახვეული, უკვე გარდაცვლილი იყო. შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გარდაცვლილი ჩვილი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 133-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო აბორტს გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






