სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის დავით სუჯაშვილის თქმით, რუსთი საფრთხეს წარმოადგენს: რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს"- თქვა თავდაცვისა და უშიშროროების კომიტეტის სხდომაზე.
დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარლამენტში კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა:
„დღეს დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა დაზვერვის სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ქვეყანაზე - მაგალითად, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს. თურქეთი არის საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანა – შემიძლია მხოლოდ ეს ვთქვა. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ამ მხრივ გამოვყოფდი აშშ-ს“, - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.
ტერორიზმის საფრთხეზე დასმული კითხვის საპასუხოდ, დაზვერვის სამსახურის უფროსმა თქვა, რომ ტერორიზმი საფრთხეა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის არის რეალური და ქვეყანა მზად უნდა უნდა იყოს ამ გამოწვევებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






