მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანს პასუხობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი სავალალო მდგომარეობაშია.
„მე ვფიქრობ ყველამ დაინახა ამ ხალხის ტყუილები, ხალხის მოტყუებაში მათ ბადალი არ ჰყავთ. კონკრეტულად ივანიშვილზე და მის ზოგიერთ მინისტრზე მე მახსენდება უისტონ ჩერჩილი. მას ერთერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ქალბატონი და უთხრა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ მთვრალი ხართ, რაზეც ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა; ქალბატონო მე მართლაც ძალიან მთვრალი ვარ , მაგრამ თქვენ ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ, ოღონდ ხვალ დილით მე გამეღვიძება და ფხიზელი ვიქნები. ეს არის ჩემი პასუხი წულუკიანს. ოღონდ მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი და წულუკიანი თავისი მასშტაბებით იქამდეც ვერ მომწვდნენ, სადამდეც მოწვდენა უნდოდა ივანიშვილის პატრონ პუტინს და ვერც მომწვდებიან. მაგრამ მალე ქართველი ხალხი მიწვდება მათ სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს.“- განაცხადა სააკაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
შეგახსნებთ, გუშინ პარლამენტში დიასპორის საკითხთა კომიტეტთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა, მისი თქმით სააკაშვილი სავალალო მდგომარეობაშია და მასზე სერიოზულ ლაპარაკს არ აპირებს
„მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს და შეუწყვიტეს უკრაინის მოქალაქეობა. მას არ მოუმართავს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს საინტერესო არ არის. ამის შემდეგ ამ ადამიანზე სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ. ის არის იმ სავალალო მდგომარეობაში, რომელის მდგომარეობასაც არც ერთ საქართველოს პრეზიდენტს არ ვუსურვებ. თქვენ თუ აქ გამოგგზავნეს, რომ წინმსწრებად მიიღოთ ინფორმაცია, ასე არ ხდება.” - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






