დედაქალაქის მერმა მოადგილეებს დაავალა, იმ ბაღების რეაბილიტაცია დროულად განხორციელდეს, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია
პოლიტიკა - 13:03, 20 Feb, 2018     924

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თბილისის განახლებული ბიუჯეტის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაიზარდა და ცვლილებების შედეგად, 897 მილიონ ლარს შეადგენს.

„მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეულ წევრს, რომელმაც 2018 წლის თბილისის ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა. მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტის ოდენობა გაიზარდა - იყო 861 მილიონი და ცვლილების შედეგად, 897 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი. გაზრდილი თანხა 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შემოყვანას მოხმარდება. გამწვანების ღონისძიებებისთვის ოთხი მილიონი ლარი იქნება მიმართული. ოთხი მილიონი გამოიყოფა ასევე, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოადგილეებს დაავალა, იმ საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სადაც არსებული მდგომარეობის გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს ახალი ბაღების მშენებლობა, თუმცა რამდენიმე ბაღში იმის გამო, რომ იქ არსებული მდგომარეობა მძიმე იყო, სწავლა შევწყვიტეთ და მინდა მოადგილეებს დავავალო, რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ბაღების რეაბილიტაცია. თანხები მობილიზებულია, ოთხი მილიონი არსებობს ამისთვის და რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პროექტის განხორციელება, რომ ბავშვები თავიანთ ბაღებს დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ, თბილისის განახლებულ ბიუჯეტში ქალაქის სასიკეთოდ შეტანილი ცვლილებები სხვა მხრივ წარმოაჩინონ.

„ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიებიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული მცდელობა, რომ რაღაცნაირად მიაჩუმათონ ჩვენ მიერ ბიუჯეტში ქალაქის სასიკეთოდ შეტანილი ცვლილებები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არავის გამოუვა. იმიტომ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. მედია თავისუფალია და ასევე, არსებობს სხვადასხვა საშუალებები იმისა, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42