"ვინც შეეცდება პანკისელების მიმართ გააღვივოს უარყოფითი, ის იქნება ჩვენი საერთო მტერი" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:29, 20 Feb, 2018     945
საქართველოს პრეზიდენტმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას პანკისელ ახალგაზრდებს დისკუსიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მათგან განსაკუთრებული იდები მოდის.
ქვეყნის პირველი პირი, დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საქმის ირგვლივ კითხვების არსებობა ბუნებრივია.

"მიხარია, რომ აქ ხართ, მიხარია, რომ ესწრებით ჩემს შეხვედრას, მიხარია, რომ აქ სწავლობთ, თუ გახსოვთ, პანკისში ჩამოსული ვარ არაერთხელ, არაერთ პროექტს ვახორციელებთ თვენთან, რომელიც უკავშირდება განსაკუტრებით თქვენხელა ადამაინების, ახალგაზრდობის ჩართვას უფრო აქტიურად საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში, სპორტში და მე მიხარია, რომ ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენს პროექტის ინიციატორებსა და ჩვენს შორის, რომ ძალიან კარგი იდეები მოდის ხოლმე თვენგან.

ბუნებრივია, თქვენ კითხვას სვამთ იმ ტკივილთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ცოტახნის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციას. როდესაც იღუპება ახალგაზრდა, ეს თავისთავად ძალიან მტკივნეულია და დიდი დანაკარგია, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის. მე არ დავიწყებ იმის განხილვას, რამდენად სწორად... გამოძიების დეტალებში არ შევალ, მე ერთადერთი მინდა გითხრათ და ამის თაობაზე არაერთხელ მითქვამს, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მეც და პრინციპში საქართველოს, ქართულ საზოგადოებას პანკისთან. სიყვარული, პატივისცემა, თქვენ ეს უნდა იგრძნოთ და ნებისმიერი ვინმე, ვინც ისაუბრებს იმის თაობაზე, თითქოს ეს ასე არ არის, ვინც შეეცდება, რომ რამენაირად გააღვივოს უარყოფითი, იქნება ნამდვილად მტერი, ყველასი, ჩვენი საერთო მტერი. იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, თვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ტრადიციებს, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს საზოგადოებას, თვენს ყოფის წესს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ ერთად ვაშენებთ ძლიერ , თავისუფალ საქართველოს და ტკივილმა და ტრაგედიამ არ უნდა დაარღვიოს მთავარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად უნდა გადავიტანოთ ტკივილიც და ერთად გვიხაროდეს წარმატებაც"- აღნიშნა ქვეყნის პირვალმა პირმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42