„იმედია, იუსტიციის საბჭოს აქტორები მიხვდებიან რომ ,,ბულინგით" ვერაფერს გაიტანენ“ - პრეზიდენტი ანა დოლიძის შესახებ საუბრობს
პოლიტიკა - 12:50, 20 Feb, 2018     915
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, ანა დოლიძეს მისი დაცვა არ სჭირდება.

"იუსტიციის საბჭოში ჩემი ძალიან ფასეული თანამშრომელი, ქალბატონი ანა დოლიძეა. მე ვადევნებ თვალ-ყურს იქ მიმდინარე პროცესებს და სიმართლე გითხრათ, ცოტა მეცინება ხოლმე, იმიტომ რომ ქალბატონ ანას ჩემი დაცვა არ სჭირდება. ვინც ფიქრობს, რომ ანა დოლიძე შეიძლება შეაშინოს, ან დააშინოს ელემენტარულად არ იცის, რომ მაშინ როდესაც სულ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებდა გირგვლიანის მკვლელობას დოლიძე ქუჩაში უპირისპირდებოდა გირგვლიანის მკვლელებს. ბევრი ადამიანი, მათ შორის მოსამართლე შინაგან სინდისს უსმენდა ტელეფონში, ზარით რომელიც შემოდიოდა ადეიშვილის კაბინეტიდან. ასე, რომ ანა დოლიძეს, რომელსაც ასეთი ბიოგრაფია აქვს, მას ჩემი დაცვა არ სჭირდება. მას არ შეშინებია მაშინ, როცა უპირისპირდებოდა გიურგვლიანის მკვლელებს.

ქალბატონი ანას გამოცდილება, როგორი ცხოვრებითაც იცხოვრა, როგორც ემსახურა ჩვენს ქვეყანას, კარგია არეა მარტო იმით, მას შეუძლია წყნადად მოიხედოს უკან და თქვას, რომ არ ჰქონია შემთხვევა როცა თვალი დაუხუჭავს იმაზე რაზეც ვსაუბრობდით - სხვის ჩაგვრაზე, მკვლელობაზე, ციხეში უსამართლოდ ჩასმაზე. ამის გარდა, ქალბატონმა ანამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც მაშინ აქტიურები იყვნენ, შეიძინეს სერიოზული გამოცდილება. მას მოქმედი სააკაშვილის და მოქმედი ადეიშვილის არ ეშინოდა. და კომიკურია რომ დღეს ვინმესი შეეშინდეს ანა დოლიძეს. იმედი მაქვს რომ იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესები ბევრად უფრო ცივილიზებულ ფორმას მიიღებს. და, ბოლოს და ბოლოს, იქაური აქტორები მიხვდებიან, რომ ამ რაღაც „ბულინგით“ ვერაფერს გაიტანენ და დაიწყება შინაარსობრივი დისკუსია სასამართლო სისტემის რეფორმირების თაობაზე, რაც ასე ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანას.“- თქვა პრეწზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42