"რუსული პროპაგანდის შედეგია ის საუბარი - ევროპა ქართველობას წაგვართმევს" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 11:40, 20 Feb, 2018     1120
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებს ხვდება.
შეხვედრაზე სტუდენტები ვიზალიბერალიზაციის ირგვლივ არსებულ პრობლემების შესახებ დაინტერესდნენ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რეგულაციებთან დაკავშირებით, აქტიური კამპანიის ჩატარება აუცილებელია.

თემაზე საუბრისას ქვეყნის პირველმა პირმა რუსულ პროპაგანდაზე ისაუბრა:

"ყველამ კარგად უნდა იცოდეთ რა ვითარება და პირობებია ევროპაში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანია სამთვიანი პერიოდის დაცვა და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენ იცოდეთ, დარღვევის შემთხვევაში რა სირთულეები წარმოიქმნება. ვფიქრობ ამ მიმართულებით ბევრად უფრო აქტიური კამპანია უნდა ვაწარმოოთ.

სირთულეა იმასთან დაკავშირებით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ევროპაში ჩადიან კრიმინალს. რა გითხრათ, ყველა სახელმწიფოში, ქვეყანაში არიან კრიმინალები. სახელმწიფოები განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმით თუ რამდენად ორგანიზებულად პასუხობენ ისინი კრიმინალს და აღკვეთენ მას. ამ მიმართულებით ჩვენი პოლიციის ატაშეები ძალიან აქტიურად მუშაობენ ევროპულ დედაქალაქებში და თანამშრომლობენ. კრიმინალის აღკვეთა ამ თანამშრომლობის შედეგია, რაც ხშირ შემთხვევაში არ ჩანს, მაშინ როცა ვიგებთ, რომ სადღაც ქართველი კრიმინალი დააპატიმრეს"- თქვა მარგტველაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, რუსულ პროპაგანდაზე წამყვანი ევროპული ქვეყნები აქტიურად საუბრობენ.

დღეს ყველგან, ვაშინგტონში, ევროპის დედაქალაქში საუბრობენ რუსულ პროპაგანდაზე, საუბრობენ რომ რუსული პროპაგანდა არის ერთ-ერთი ძლიერი პროპაგანდის მანქანა, რომელიც მიზანმიმართულად ახორციელებს ამა თუ იმ საკითხის პედალირებას და იმ საკითხების წამოწევას, რომელიც მათ მიზნებშია. ძირითადად მოკავშირეებს შორის დაბნეულობის დათესვას და ერთმანეთის თაობაზე ნეგატიური იმიჯის შექმნას.

რუსული პროპაგანდის შედეგია, როცა საქართველოში საუბრობენ, როცა საუბრობენ, რომ ევროპა ქართველობას წაგვართმევს. როდესაც საზოგადოებრივი „პროჟექტორი“ ასე მიჩენილია ქართველების მიმართ, მერე უკვე ამის პედალირება ხდება. ასე, რომ აქ ბევრი დეტალია. თუმცა, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ როგორია რეგულაციები. მეორე, კრიმინალი აღკვეთილი უნდა იყოს და ქართული სახელმწიფო ყველა მონაცემებით ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი სახელმწიფოა, რომელიც ევროპას ეთანამშრომლება და ქართული სამართალდამცავი სისტემა პასუხობს მათ მოთხოვნებს. მესამე - ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ქართველების წარმატება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნისა, ძალიან მძიმედ აღიქმება რუსი პოლიტიკოსების მიერ. თუ ისინი ახერხებენ, ამა თუ იმ ფორმით, ყველაზე წამყვანი ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა, მე არ გამიკვირდება, რომ ისინი მოახერხებენ რამდენიმე „კრიმინალური ქეისი“ ისე შეკრან, რომ წარმოჩინდეს თითქოს ქართველები ევროპაში მართლაც განსაკუთრებულ სირთულეებს ქმნიდნენ. ვხედავ, რომ ქართული სახელმწიფო ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად მობილიზებული და გახსნილია ევროპის დედაქალაქებთან დიალოგისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42