პარლამენტში სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები მივლენ
პოლიტიკა - 11:21, 20 Feb, 2018     896
დღეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს მოუსმენენ. დეპუტატებს აინტერესებთ რას გეგმავს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დაზვერვის სამსახური, კანონმდებლებთან საუბარი ასევე შეეხება დაზვერვის სამსახურში მიმდინარე რეფორმებსა და საიდუმლო ინფორმაციას.

დაზვერვის სასმახურის მუშაობას აკრიტიკებს ერთიანი ნაციონალური მოძრაოის წევრი სალომე სამადაშვილი:

„ის რომ რუსეთ აძლიერებს საკუთარ პოზიციებს ანექსირებულ ტერიტორიებზე, ეს არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი თემა. იმიტომ, რომ მათ შორის დაზვერვის სამსახურის მუშაობაც უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ჩვენი ინტერესები უკეთ დავიცვათ. ასე რომ გარკვეულ წილად დიახ ვფიქრობ, რომ შექმნილი ვითარება რაც შეეხება ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებს, არის ამ უწყების არც თუ ძალიან ეფექტიანი მუშაობის შედეგი. “-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით ამ სფეროში სერიოზული პროგრესია და მნიშვნელოვანია რომ გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია დეპუტატებსაც ჰქონდეთ.

„პირველ რიგში გვინდა გავეცნოთ იმ რეფორმებს, რომელიც გატარდა ამ უწყებაში და მართლაც შთამბეჭდავი რეფორმებია. გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი და მნიშვნელოვანია, რომ ეს იცოდნენ დეპუტატებმა. მისი განსაკუთრებული სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვიურად, ორ თვეში ერთხელ მოხდეს დეპუტატების ინფორმირებულობა. “-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42