დიასპორის კომიტეტის დასრულების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყანას ჰყავს იუსტიციის მინისრი, რომელიც საკომიტეტოს სხდომებიდან გარბის, რათა კითხვებზე პასუხები არ გასცეს. კომიტეტზე წულუკიანს მოუსმინეს, რომლის ფარგლებში გარკვეული დაპირისპირება გამოიწვია ბოკუჩავას მიერ დასმულმა შეკითხვამ:
“ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარლამენტში იგინება და იუსტიციის მინისტრი, რომელიც პარლამენტის საკომიტეტო სხდომებიდან გარბის. იპარება, რომ ჟურნალისტების და მოქალაქეების კითხვებს პასუხი არ გასცეს. ორი კონკრეტული მოქალაქე მას იმასთან დაკავშირებით ეკითხებოდნენ, თუ რატომ არ აღასრულებს თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. მათი განაცდურის გამო , რომელიც უკვე 150 ათასი ლარის ოდენობით არის. ყოველდღიურად საქართველოს ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტ ზარალს ნახულობს და ეს სახსრები გაჭირვებულ ადამიანებს აკლდებათ, რომლებზეც “ქართულ ოცნებას” ამ სახსრების მოხმარება შეეძლო. მოქალაქეებს კითხვის დასმა უნდოდათ და მეტი არაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ამის საშუალება მიეცათ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შემთხვევები მომავალშიც იქნება, რადგან ეს ორი ადამიანი ორადორი არ არის, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დააზარალა ასეთი ათასობით და ათიათასობით მოქალაქეა. გვყავს ხელისუფლება, რომელიც განსხვავებული აზრის გაგონების შემთხვევაში, ან იგინება ან საკომიტეტო სხდომიდან იპარება”, – აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






