"დღეს მე თავისუფალი ვარ და აღარ უნდა მოხდეს ჩემი ექსტრადირება," - მუსტაფა ემრე ჩაბუქი
პოლიტიკა - 18:21, 19 Feb, 2018     1183
„თურმე მე გახლავართ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, ეს რა თქმა უნდა, აბსურდია,“ - ეს განცხადება დემირელის კოლეჯის ყოფილმა დირექტორმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი უარყოფს ყველანაირ კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ასევე, აღნიშნავს, რომ საერთოდ არ იცნობს ფეთჰულა გიულენს.

„ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არ მქონია რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან შეხება. რაც შეეხება, ფეთჰულა გიულენს, მას პირადად არ ვიცნობ და მასთან არასდროს არ მქონია კომუნიკაცია. ჩვენს სკოლებთან მას არც ფინანსური და არც სხვა რაიმე კავშირი არ აქვს და ეს გამორიცხულია, რადგან ეს არის ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები,“ - განაცხადა ჩაბუქმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მიანიჭა საქართველომ მას დევნილის სტატუსი.

„ბევრ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგალითად, იმაზე, თუ რატომ არ მომცა საქართველომ დევნილის სტატუსი. ბევრი საუბარი მესმის ამ დრომდე იმაზე, რომ თურქეთიდან არის წნეხი. როდესაც ჩემს საქმეს შევხედე თავისუფლად ვთქვი, რომ პოლიტიკურად ვიდევნები, არადა, უბრალო მასწავლებელი ვარ, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. ასე, გამოდის, რომ საქართველომ ანკარას თხოვნა შეუსრულა. დღეს მე თავისუფალი ვარ და აღარ უნდა მოხდეს ჩემი ექსტრადირება,“ - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობისგან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას თურქული მხარე ფეთჰულა გიულენთან და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს ედავება.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42