თბილისში სასწრაფოს ექიმებმა 36 წლის ქალი ადგილზე ამშობიარეს
სოც.მედია - 16:58, 19 Feb, 2018     3666
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი სოციალურ ქსელში ექიმების მიერ მშობიარობის ადგილზე აღმოჩენის შესახებ წერს.

"საოცარია ის ემოცია, რომელსაც ახალი სიცოცხლის დაბადებაში მონაწილეობისას განიცდი!

0415 ბრიგადის -უფროს ექიმს- ინგა დუნდუას, უმცროს ექიმს -ქრისტინე ებრალიძესა და მძღოლ -ვალერი კლარჯეიშვილს - მათი მორიგეობის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე, არასდროს დაავიწყდებათ!

ამ დღეს სამყაროს მათი დახმარებითა და მეშვეობით პატარა გოგონა, სახელად ქეთევანი, მოევლინა! გამოძახება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 18სთ-სა და 53 წთ-ზე შემოვიდა, როდესაც პიკის საათია და მთელი ქალაქი, ე.წ. საცობშია ჩაფლული, აქედან გამომდინარე სწრაფი გადაადგილებაც საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. ბრიგადა 0415-ის გამოცდილმა მძღოლმა ვალერი კლარჯეიშვილმა სასწაულებრივად შეძლო რომ 19 სთ-სა და 01 წუთზე უფროსი ექიმი ინგა დუნდუა და უმცროსი ექიმი ქრისტინე ებრალიძე 36 წლის მშობიარე ქალბატონთან ყოფილიყვნენ.

როგორც ქალბატონი ინგა დუნდუა იხსენებს, როდესაც გამოძახების ადგილზე მივიდნენ, პაციენტს მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა, ამიტომ ჩვენმა ექიმებმა მშობიარობა ადგილზე მიიღეს. ყოველგვარი გართულების გარეშე პატარა გოგონა დაიბადა, 2,800 გრამი და 51 სმ-ი. 36 წლის ქალბატონისთვის ეს მეოთხე მშობიარობაა. ახალგაზრდა დედა და პატარა ქეთევანი ჩვენმა ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ულოცავს ახალგაზრდა დედას მეოთხე შვილის შეძენას, ხოლო პატარა ქეთევანს ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებს" - აღნიშნულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42