აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეხმაურება. მისი თქმით, ანა დოლიძე იკავებდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, შესაბამისად მას ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალებთან და იგი შემოწმებული იყო კონტრდაზვერვის მიერ. შაშკინი აცხადებს, რომ უნდა გაირკვეს რომელი ტყუის - კონტრდაზვერვა თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები:
„დღეს რომ მოვისმინე იუსტიციის საბჭოს წევრების განცხადება, თავი ახლაც სურეალიზმში მგონია. ამ ქვეყნაში მართლა არ ბნელა და უახლოესი იტორია ყველამ ვიცით. შეკითხვა, რომელიც მე დამებადა, არის ძალიან მარტივი. ანა დოლიძე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მას ჰქონდა წვდომა სახელმწიფო საიდუმლოზე, რას ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად გადიოდა კონსტრდაზვერვის შემოწმებას, თუ იუსტიციის საბჭოს წევრები ამტკიცებენ, რომ ანა დოლიძე თანამშრომლობდა რუსულ ორგანიზაციასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საქართველოში. თუ ასეთი ფაქტები მათ გააჩნიათ და შეუძლიათ ამის დამტკიცება, მაშინ მაქვს ერთი მარტივი შეკითხვა, საქართველოს კონტრდაზვერვამ როგორ გაატარა ანა დოლიძე შემოწმებაში, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე და როგორ მისცა მას უფლება, რომ ჰქონოდა წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებებზე? თუ კონსტრდაზვერვამ ჩაატარა მოკვლევა და დაადგინა, რომ მას მტრულადგანწყობილ ქვეყანასთან არ უთანამშრომლია, მაშინ ძალიან უხერხულია, როცა ასეთი განცხადებები კეთდებაბ იუსტიციის საბჭოს წევრებისგან. ხელისუფლებას მინდა ვთხოვო, გაერკვიონ ერთმანეთში - ან კონტრდაზვერვა ცრუობს ან იუსტიციის საბჭოს წევრები ტყულს ამბობენ, სირცხვილია უკვე სურეალიზმი გადადს ცირკში“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






