მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება
პოლიტიკა - 12:32, 19 Feb, 2018     914
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება. შესაბამის ცვლილებებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს.

დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს და იმ საჯარიმო სანქციებზე ისაუბრეს, რომელიც სამშენებლო სფეროში დასაქმებულ პირს დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, მოქმედი კანონი, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე შეუსაბამოდ დაბალ სანქციებს აწესებს. ასევე, შეუსაბამოდ დაბალი სანქციებია დაწესებული უნებართვო მშენებლობებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ მშენებლობების შეჩერების დაუმორჩილებლობისთვის. წარმოდგენილი ცვლილებით კი, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3 000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება.

„მინდა, პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ქალაქის მერიისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული კანონმდებლობით, როდესაც რაიმე დარღვევა იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში, მათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება ეძლეოდათ, შემდეგ 3000 ლარიანი ჯარიმა იყო, რომელიც ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. ცვლილებებით, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა და დარღვევების გამო, შეჩერებული იყო“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, თუ მშენებლობის პროცესის შეჩერების მიუხედავად, კომპანია მუშაობას განაგრძობს, ის 50 000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მასზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმის ოდენობა 25 000 ლარით, ხოლო კერძო საკუთრებაზე 20 000 ლარით განისაზღვრება.

„ვფიქრობ, ეს ჯარიმები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. არსებობს ასევე, მენტალური პრობლემა, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით იკვეთება. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკურ გუნდთან და ამ ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა, რომელსაც ვახორციელებთ. შეხვედრა გვქონდა ასევე, მენაშენეთა ასოციაციასთან და მათი მხრიდანაც მაქსიმალური თანადგომაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცვლილებას დაექვემდებარება ასევე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლი და თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ათასი ლარისა. კანონის აღსრულებას კი, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს.

„ნებისმიერ დარღვევაზე, დამრღვევს ჯარიმა 30 000 ლარი გამოეწერება. მშენებლებსაც ვუთხარით, რომ თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებული, როდესაც ისინი მუშებს ხელშეკრულებას უფორმებენ და თვითონ მუშებმაც უნდა იცოდნენ, თუ რა სანქციები მოჰყვება უსაფრთხოების წესების დარღვევას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წარმოდგენილი ცვლილებებით ასევე, მკაცრდება სანქციები ზოგადად, უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, კერძო საკუთრებაში ახალი უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება III და IV კლასს დაექვემდებარება 20 000 ლარით დაჯარიმებას. ასევე, გაიზრდება საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, III და IV კლასის ობიექტებზე 15 000 და 20 000 ლარით.

პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის მერს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქალაქში მშენებლობის მაღალი ტემპი მისასალმებელია, თუმცა ეს მსხვერპლისა და ურბანული დამახინჯების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის განხილვა პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს აღნიშნული ინიციატივისთვის, რომლის საფუძველზეც, საქართველოს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა დაჩქარდება, რომელიც ამ საკითხს ეხება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანია, აღნიშნული საკითხი სწორად დავარეგულიროთ. საქმე მათ შორის, სანქციების გამკაცრებასა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას ეხება, რასაც შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს. საუბარია ასევე, სანქციებზე, რომელიც უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობებთან არის დაკავშირებული. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, შესაბამისად, ჩარევა აუცილებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ სამუშაო შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42