„ეს ხაზი ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული იყო 2015 წელს, როდესაც დავიწყე სახელმწიფო სამსახურში მუშაობა. ეს არის ცილისმწამებლური კამპანია, რომლის მიზანია, იმაზე არ ვისაუბროთ, რომ მაგალითად, მოსამართლები ჭორაობენ და არა - ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობენ, რა სავალალო მდგომარეობაცაა სასამართლოში და გავარჩიოთ ჭორები იმისთვის, რომ უბრალოდ გაჩუმდეს ადამიანი, რომელიც არაკომფორტულ კითხვებს სვამს.
ორგანიზაცია, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, ჰოლანდიაშია რეგისტრირებული და მისი ამოცანა არის და იყო რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის. უმეტესი საქმეები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთში ჩადენილი დარღვევებისთვის სწორედ ამ ორგანიზაციის წარმოებულია. ამიტომ სამწუხაროა, რომ მოსამართლე დადის ჭორაობის დონეზე. როდესაც მოსამართლე ასე ექცევა მის კოლეგას, მე წარმომიდგენია როგორი სტანდარტით ასამართლებს ის ადამიანებს.
მე, როგორც ადამიანის უფლებათა მკვლევარი, ვიმყოფებოდი 2008 წლის ომის შემდეგ აგვისტოში გორის მიდამოებში, რომ მენახა რა ტიპის დარღვევები ჩაიდინა რუსეთმა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ომის სამართალთან მიმართებაში.“- განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






