იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაპირისპირება გრძელდება. კრიტიკის სამიზნე კვლავ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, დოლიძე ორგანიზაცია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან“ თანამშრომლობა, რომელსაც, მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები აქვს შეტანილი.
„ორი ფაქტობრივი, უდავო გარემოება დავადგინე ინტერნეტ სივრცეში, პირველი – რომ ქალბატონი ანა დოლიძე თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა”. მეორე ფაქტობრივი გარემოებაც უდავოა , 2008 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე, როდესაც ის თანამშრომლობდა ამ ორგანიზაციასთან, ზუსტად ამ პერიოდში ამ ორგანიზაციას შეტანილი აქვს სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ესაა მნიშვნელოვანი გარემოება. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა შეფუთოს მან, რომ თითქოს არ იცოდა რას აკეთებდა ეს ორგანიზაცია, ეს იქნება ჩემი აზრით დემაგოგია. არ ვფიქრობ, რომ ანა დოლიძე არის მატა ჰარივით ჯაშუში. ალბათ, ის ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ანაზღაურების გამო.“- განაცხადა მეთოფიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






