„ქუმსიშვილი და ჯეჯელავა ივანიშვილის პირადი რეიდერები არიან“ - ენმ პროკურატურას ყოფილი და მოქმედი ვიცე-პრემიერებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 12:09, 19 Feb, 2018     875
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა.

დეკანოიძე TV „პირველის“ ირგვლივ დაწყებულ სკანდალს შეეხო. მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან TV „პირველის“ წილის გადაცემის მოთხოვნასა და ტელეკომპანიის მფლობელზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

„მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში განვითარებულ ძალიან სახიფათო მოვლენას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მედიაპლურალიზმსა და კრიტიკულ აზრზე თავდასხმას უკავშირდება. ვგულისხმობ ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელზე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ რეკეტს, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახორციელებენ. ისინი არიან ივანიშვილის პირადი რეიდერები. ეს ადმაინები ტელეკომპანიის მფლობელს აძალებდნენ, რომ წილი სხვისთვის დაეთმო, რომელიც ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველოს ხელისუფლება მედიისა და ბიზნესის მიმართ ღია რეკეტს ახორციელებს - ჩვენ კარგად გვახსოვს „რუსთავი 2“- ის საქმე, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა; ვხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს - მაღლაფერიძემ ის ივანიშვილის პირად ტელევიზიად გადააქცია; გვახსოვს „იმედის“, „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ კონგლომერატის შექმნა და აქ თითქმის საერთოდ არ ისმის კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ.

ეს რეკეტი მოწმობს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში კრიტიკული აზრი მოსპოს და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი შეასუსტოს. სწორედ ამაზეა საუბარი რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სადაზერვო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშიც, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს მოსპოს პოლიტიკური ოპოზიცია, შეასუსტოს დემოკრატიული ინსტიტუტები და მმართველობის სრული მონოპოლიზაცია მოახდინოს.

აქვე მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა ტელეკომპანია პირველის ყველა ჟურნალისტისა და მენეჯმენტის მიმართ. მიუხედავად ზეწოლისა, ისინი ნამდვილად ღირსეულად ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას და აშუქებენ იმ პრობელემებს, რომელიც ჩვენ მოსახლეობას აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ ივანიშვილის პირადმა რეიდერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დატოვოს თანამდებობა. ასევე, მისი და ჯეჯელავას მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩვენ ამ მოთხოვნით მივმართავთ გენერალურ პროკურატურასაც.

ასევე, ვაფიქსირებთ მზადყოფნას ვისაუბროთ მედიაგარემოზე ყველა დაინტერესებულ სუბიქტთან, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები" - განაცხადა დეკანოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42