რატომ არის გენგეგმის პროექტის გათვლები და პროგნოზი მცდარი
პოლიტიკა - 10:48, 19 Feb, 2018     3482
ერთ კვირაში ამოიწურებასითი ინსტიტუტი საქართველოსთვისდედაქალაქის მერიის მიერ მიცემული ბოლო 45-დღიანი პერიოდი, რომ არსებული ხარვეზები გამოაწორონ (თუმცა უმალ ყვავი გათეთრდებოდა, ვიდრე გენგეგმის ამ პროექტს რამე გამოსაწორებდა 45 დღეში). უცნობია, რას მოიმოქმედებენ გენგეგმის პროექტის ავტორები საკუთარი ნამუშევრის გასაკეთილშობილებლად, თუმცა ვიცით, რომ გენგეგმის პროექტის დემოგრაფიული ნაწილი 2002 წლის აღწერის მონაცემებს ეყრდნობა (სეგახსენებთ, რომ ბოლო აღწერა ქვეყანაში 2014 წელს ჩატარდა) და ეს მონაცემები უბრალოდ გადმოწერილია საქსტატის საიტიდან. მათზე დაყრდნობით, არც დასკვნებია გამოტანილი და, მით უფრო, ეს ფაქტორი (მოსახლეობის ოდენობა, შიდა და გარე მიგრაცია) არ არის გათვალისწინებული თბილისის სატრანპორტო ქსელის კონცეფციის შემუშავებისა თუ ქალაქის განვიტარების დაგეგმვისას. მეტიც, არ არის მოცემული მოსახლეობის კლების ან მატების პროგნოზი, მათ შორის, ისიც, თუ როგორ აისახება ეს ფაქტორი დედაქალაქის საჭიროებებზე (რამდენი საბაშვო ბაღი თუ სკოლაა აუცილებელი ამა თუ იმ რაიონში).


გენგეგმის
პროექტის დემოგრაფიული ნაწილის ხარვეზებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, ავთანდილ სულაბერიძეს, გავესაუბრეთ.

რა ხარვეზები მოხვდათ თვალში, როგორც დემოგრაფს, როდესაც მიწათსარგებლობის გენგემის პროექტს გაეცანით?

– სულ სხვანაირი წარმოდგენა მაქვს გენეგმაზე ურბანისტიკის თვალსაზრისით. ამიტომ კარგი იყო, მოეტანათ, როგორია დემოგრაფიული განვითარების ტენდენცია დიდ ქალაქებში. მოკლედ მაინც რომ ყოფილიყო გაანალიზებული ეს ასპექტი, რომ წარმოდგენა შეგვქმნოდა.მაგალითად, 2005 წელს თბილისს შემოუმატეს დასახლებები და თბილისის მოსახლეობა გაიზარდა 30 000 ადამიანით. ამას გარდა, პროექტში უნდა იყოს ასახული, როგორ არის დაკავშირებული თბილისთან არა მხოლოდ ეს ახალი დასახლებები, არამედ მიმდებარე სოფლები, რაც დამახასიათებელია ყველა დიდი ქალაქისთვის.

– იმიტომ რომ ისინი მონაწილეობას იღებენ ქალაქის ცხოვრებაში?

– დიახ და ამას უწოდებენ ქანქარისებურ ან ცირკულარულ მიგრაციას. ქანქრისებური მიგრაცია არის ქალაქის შიგნითაც, ანუ მოსახლეობის ნაკადების მოძრაობა ერთი უბნიდან მეორისკენ. ამის ცოდნა აუცილებელია საგზაო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისთვის. თბილისში ყოველდღიურად შემოდის ხალხი მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქებიდან: რუსთავიდან, გარდაბნიდან, მარნეულიდან, თეთრწყაროდან, დუშეთიდან, კასპიდან, გორიდან. ამას ხელს უწყობს ელექტრომატარებლები, რომლებსაც ადამიანები დილით მოჰყვებიან და საღამოს უკან ბრუნდებიან. ასევე, მოძრაობენ ავტომობილებით და სამარშრუტო ტაქსებით. ეს კვლევა პირველად გავაკეთე 1976 წელს, როდესაც თბილისის განვითარების გეგმაზე ვმუშაობდით. მაშინაც მივაქციე ყურადღება და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია ამ ურბანისტული მიდგომის გათვალისწინება გენგეგმის პროექტის დემოგრაფიულ ნაწილში. უნდა ვიცოდეთ, ყოველდღიურად რამდენი ადამიანი შემოდის, რომელი ტრანსპორტით და რამდენი გადის. ამასთან, რა მარშრუტებით მოძრაობენ, ანუ დასათვლელია მათი რაოდენობა. ეს ხალხი ძირითადად, მიდის ბაზრობებზე, სავაჭრო ცენტრებში. ანუ ის მიმართულებები და ადგილები იტვირთება, ამიტომ უნდა გაანალიზდეს და დაისახოს ღონისძიებები ასეთი ადგილების განსატვირთად. ეს უკვე ჩვენი, დემოგრაფების, საქმე არ არის, ჩვენ უბრალოდ უნდა ვაჩვენოთ მოსახლეობის გადადგილების სურათი და მიმართულებები. მაგალითად, მოსკოვში ყოველდღიურად 2-3 მილიონი ადამიანი შედი-გამოდის.

თუ არ ვცდები, გენგეგმის პროექტში არ არის ეს მონაცემი და უცნობია თბილისში შემოსვლელთა და გამსვლელთა რაოდენობა.

- ეს კვლევა არ ჩაუტარებიათ, არადა აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო ქანაქრისებური მიგრაციის სურათი. ამის შემდეგ კი – თბილისის რაიონებს შორის შიდა მიგრაცია, რაც საშუალებას მოგვცემდა, განგვესაზღვრა პიკის საათები. ეს აუცილებელია ტრანსპორტის, კომუნიკაციების დაგეგმვისთვის. მთავარი ის არის, რომ გენგეგმის პროექტში მე ვერ დავინახე ერთიანი გუნდი. მაგალითად, დემოგრაფების მონაცემებით უნდა დაინტერესებულიყვნენ ეკონომისტები, რომ განესაზღვრათ, ეკონომიკური აქტივობის რა პერსპექტივებია თბილისსა და მის მიმდებარე სოფლებში, რათა ადგილებზე დასაქმდეს ხალხი და განიტვირთოს დედაქალაქი. მათ შორის, არ არის განსაზღვრული გარე მიგრაციული ნაკადები თბილისის მიმდებარე დასახლებებიდან. პატარა და საშუალო ქალაქების განვითარებამ გასული საუკუნის 70-ან წლებში ხელი შეუწყო მოსახლეობის სოფლებში ჩასვლას და, მეორე მხრივ, ის ხალხი აღარ წამოვიდა თბილისისკენ.

ასევე, გენგეგმის პროექტში არ არის გააზრებული საქართველოს რაიონებს შორის მიგრაცია: რამდენი ჩამოვიდა დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოდან და თბილისში დასახლდა და რამდენი ადამიანი წავიდა საქართველოს სხვა რაიონებში თბილისიდან. ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ თბილისის გარე მიგრაციაზე. არადა ეს მონაცემები არსებობს – მართალია, თბილისიდან ბევრი ადამიანი გავიდა უცხოეთში, მაგრამ, სამაგიეროდ, საქართველოს რეგიონებიდან შემოვიდა ხალხი. იქაც არ არის სამუშაო ადგილები და ამიტომ ვერ მაგრდება მოსახლეობა და მოდის თბილისში ან მიდის უცხოეთში. აი, ეს უნდა აეღოთ მეთოდოლოგიის საფუძვლად, რომ განგვესაზღვრა მოსალოდნელი მიგრაცია.

თუ ეს მონაცემები არ არის, როგორ იგეგმება ქალაქის განვითრაება 2030 წლამდე?

– ამის გათვლაა პრობლემა.

და რა ხარვეზს იწვევს ამის არგათვალისწინება გენგეგმაში?

– ჯერ ერთი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენია თბილისის მუდმივი მოსახლეობა და როგორია მისი ზრდის დინამიკა. 2014 წელს თბილისის მოსახლეობა მილიონ 86 ათასი იყო, თბილისს შემომატებული დაბების მოსახლეობის დამატებით კი უკვე აჭარბებს მილიონ ასი ათასს. გენგეგმის პროექტში კი გაანალიზებულია 1989-2002 წლების არქივის მასალები. პროექტში არ არის მოცემული ცხრილები: არც შობადობის, არც მოკვდაობის, არც დაბადებულთა რაოდენობაა მოცემული დედის ასაკის მიხედვით, საიდანაც იანგარიშება შობადობის კოეფიციენტი. სამწუხაროდ, ჩვენთვის არ მოუმართავთ, თორემ ჩვენ გვაქვს ეს გამოკვლვები და მივაწოდებდით. მაგრამ ვიღაცამ თავი არ შეიწუხა ზედმეტად, რომ ჩვენთვის მოემართათ ან ჩვენდამი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. გენგეგმის მთელ ჯგუფზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩამონათვალში მივაქციე ყურადება ერთ-ერთ გვარს, არ დავასახელებ, რომელმაც, როგორც ჩანს, გენიოსად მიიჩნია თავი და ამიტომაც პროექტს აქვს ასეთი ლაფსუსები.

2014 წლის აღწერის მონაცემები არ არის გათვალისწინებული პროექტში. ეს ნორმალური მდგომარეობაა, როდესაც ძველ მონაცემებზე აგებ სამომავალო დასკვნებს?

– მათიც მესმის, აჩქარებდნენ. 2014 წლის აღწერის მოანცემები გამოქვეყნდა 2015 წელს, ამიტომ იძულებულები იყვნენ, გამოეყენებინათ ძველი, 2002 წლის მაჩვენებლები, რაც არაფერს იძლევა. თუმცა არსებობს შინამეურნეობების გამოკვლევები, რაც დაეხმარებოდათ ზოგიერთი მონაცემის დაზუსტებაში. მაგრამ ეს სამუშაოც არ ჩაუტარებიათ. ხოლო, რაც ქორწინება-განქორწინებაზე უწერიათ პროექტში, არის სუფთა წყლის ფოლკლორი. მაგალითდ, ამ ანალიზში არ იყო აუცილებელი ქორწინებაში და ქორწინების გარეშე დაბადებულთა გამიჯნვა, იმიტომ რომ ეს მაინც ერთი ციფრია საბოლოოდ. ალბათ, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ დოკუმენტის მოცულობა გაზრდილიყო. თუმცა შეიძლებოდა, კარგად გაკეთებულიყო, თუ სხვა მეთოდოლოგიას გამოიყენებდნენ. ისინი ამბობენ, რომ პროგნოზი გააეთეს: მაგრამ ეს პროგნოზი არ არის სწორი, იმიტომ რომ საბაზისო მაჩვენებელია არასწორი. ასევე, არ არის ახსნილი, რატომ იზრდება ასაკობრივ ჯგუფები. გვიჩვენებენ, თუ რამდენ 80 წელს გადაცილებულს ინახავს 55-65 წლის მოსახლეობა, რაც არაფრის მომცემია. სხვა მაჩვენებელი უნდა იყოს. ერთი სიტყვით, გენგეგმის პროექტში უამრავი ხარვეზია. არ მსიამოვნებს კოლეგების კრიტიკა, მაგრამ ფაქტია, ის მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენეს, არასწორია და ამიტომ გათვლებიც მცდარია.

შეიძლება, არასწორი მონაცემებით, გაკეთებული დასკვნების გამოყენება?

– რა თქმა უნდა, არა. მით უფრო, რომ პროგნოზი შესაძლოა, ისედაც არ გამართლდეს, იმიტომ რომ რაღაც შეიცვალოს მოულოდნელად, მაგალითად, კიდევ შემოუერთდეს სოფლები თბილისს და ქალაქი გაფართოვდეს, ამას ვერ გაითვალისწინებ, მაგრამ არის ის, რის გათვალისწინებაც შესაძლებელია, უნდა გაეთვალისწინებინათ. მე არ ვამბობ, რომ მათ არ შეუძლიათ პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მეთოდურ შეცდომად ვუთვლი, რომ არ გამოიყენეს შინამეურნეობების მონაცემები. რომ მოემართათ, გადავცემდი აწ გარდაცვლილი გია წულაძის ნაშრომებსა და კვლევებს. მას დიდი გამოცდილება ჰქონდა და სანამ ცოცხალი იყო, შეიძლებოდა მისი გამოყენება. თბილისში არაზუსტი აღრიცხვა იყო, არ არსებობდა დაბადებულებისა და გრდაცვლილებეის ზუსტი მაჩვენებლები, რეალურზე ნაკლები აღრიცხებოდა. მაგრამ გია წულაძის გაანგარიშებები დაემთხვა აღწერის მონაცემებს. კიდევ ვიმეორებ: ჩვენ გვქონდა ეს მონაცემები: რომ მოემართათ, გადავცემდით და გენგეგმის პროექტის დემოგრაფიული ნაწილი არ ჩაუვარდებოდათ.

თუ შობადობის მაჩვენებელი არ არის ზუსტი გენგემის პროექტში, როგორ უნდა დაიგეგმოს თბილისის ამა თუ იმ რაიონში საბავშვო ბაღებისა თუ სკოლების ოდენობა? მათთან მისასვლელი ინფრასტრუქტურა და, ზოგადად, თუ არ ვიცით, თეორიულად, რამდენი იქნება მოსახლეობა, როგორ უნდა დაიგეგმოს ქალაქის განაშენიანება?

– თქვენ მიხვდით ამას, როგორც არადემოგრაფი… მათ გამოყვეს სამი ასაკობრივი ჯგუფი, არადა, ცალკე უნდა გაკეთებულიყო 0-5-წლის, ანუ სკოლამდელი და 5-18-წლის, ანუ სასკოლო ასაკის მოსახლეობის ჯგუფები. არ არის ახსნილი კიდევ ერთი მომენტი: უცხოეთში წასული 70-ს გადაცილებული მოსახლეობა რომ დაბრუნდება, როდესაც ვერ შეძლებს მუშაობას, ეს ხომ დაამძიმებს სოციალურ მდგომარეობას, იმას გარდა, რომ გაზრდის მოსახლეობის ოდენობას?! ეს მოსალოდნელი რეალობა არ ჩანს გენგეგმის პროექტში. უწერიათ 15-პროცენტიანი გარე მიგრაცია და ვარაუდობენ 8-პროცენტიან ზრდას. ზღაპრული ზრდაა, მით უფრო, რომ პოლიტიკა აღებულია თბილისის განტვირთვაზე, რომ თბილისიდან ბიზნესებმა გადაინაცვლოს მომიჯნავე ქალაქებში და ქალაქის მოსახლეობა შემცირდეს.

ასევე, პერსპექტივაში უნდა გაივთალოს, გახდება თუ არა თბილისი აგლომერაციული, იმიტომ რომ ეს ტენდენციაა მთელ მსოფლიოში. მოკლედ, ბევრი მომენტია გასათვალისწინებელი, რაც გენგეგმის პროექტში არ გვხვდება. თავიდანაა გადასაანგარიშებელი მონაცემები 2014 წლის აღწერის მასალებზე დაყრდნობით და მიმდინარე აღრიცხვაცაა დასამატებელი დაბადებულთა და გარდაცვლილთა.

თუ თბილისში ადრე ოჯახებში მშობიარობდნენ და დაბადებულთა აღრიცხული რაოდენობა ნაკლები იყო რეალურზე, ახლა პირიქითაა: მეზობელი ქვეყნებიდანაც, მაგალითად, აზერბაიჯანიდან ჩამოდიან და აქ მშობიარობენ, რადგან ჩვენთან მშობიარობა უფასოა, რაც ჩვენი ახალშობილების სტატისტიკას ემატება. ამიტომ გასამიჯნია რეზიდენტებისა და არარეზიდენტების ახალშობილები.

საქართველოს არამოქალაქეებისთვისა უფასოა მშობიარობა საქართველოში?

– დიახ. თავის დროზე, ომამდე, ჩვენი მოსახლეობაც გადადიოდა ხოლმე ცხინვალში და იქ მშობიარობდნენ. ასევე, ჩვენი აზერბაიჯელი მოქალაქეებიც აზერბაიჯანში მშობიარობდნენ, იმიტომ რომ იქ იაფი ჯდებოდა. ახლა პირიქითაა.

აღნიშნეთ, რომ არ არის დათვლილი ქაქარისებური მიგრაცია, ანუ თბილისში მოსახლეობის მოძრაობის მიმართულებები და მასა, ამ მონაცემის მიხედით არ უნდა დაიგეგმოს გზები და საზოგადოებრივი ტრანპორტოს მარშრუტი და ოდენობა?

– მშენებლობებიც…

არადა გენგეგმის პროექტში მოცემულია, რომ უნდა აშენდეს ერთი დიდი დამატებითი მაგისტრალი, დამატებითი ხიდები მტკვარზე, მიუხედავად იმისა, რომ ქანქარისებური მიგრაცია არც კია გათვალისწინებული. შესაძლებელია გათვლების გარეშე ასეთი პროექტის შეთავაზება ქალაქისთვის?

– მე არ ვიცი, რა დაუდეს საფუძვლად ამ მოსაზრებებს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთიანი გუნდი არ მუშაობდა ამ პროექტზე. თითოეული სპეციალისტი მუშაობდა თავისთვის და ამიტომაც პროექტი არ არის შეჯერებული. არადა ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ამ დოკუმენტით კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ დემოგრაფებმა არ იციან ეკონომისტების აზრი, ეკონომისტებმა – არქიტექტორების აზრი, არქიტექტორებმა – ენერგეტიკოსების აზრი და ასე შემდეგ.

ნანა მდივანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42