„ეს პრობლემა შეიქმნა იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში გაიფურჩქნა კრიმინალი და კრიმინალურმა სამყარო. რა თქმა უნდა ძალიან მწვავე შეკითხვებს დავუსვამთ საგარეო საქმეთა მინისტრს იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ ვკარგავთ დღეს იმ მონაპოვარსაც კი რაც გვაქვს ევროპასთან მიღწეული.“-განაცხადა ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ვიზალიბერალიზაციის საკითხთან ერთად, რუსეთად მომავალ საფრთხეებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას „ევროპული საქართველო“
„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ევროპის ქვეყნებმა აამოქმედონ შეჩერების მექანიზმი. ასევე მოგვეცემა საშუალება, რომ მას დავუსვათ შეკითხვები თუნდაც იმასთან დაკავშირებითაც რეალურად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მისი უწყება და საქართველოს ხელისუფლება იმ კუთხით, რომელიც უკავშირდება ჩვენს ოკუპაციას.“- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
მასალის გამოყენების პირობები






