"ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლის, ევროპარლამენტის წევრ ელმარ ბროკის განცხადებით, მას არ სურს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს, მაგრამ ეს საქართველოზეა დამოკიდებული, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცულია.
"შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, უდანაშაულო ხალხი დაისჯება. ვისურვებდი, რომ ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს, გერმანიისა და ევროპულმა მთავრობებმა უნდა მოძებნონ გზა იმისთვის, რომ თუ თავშესაფრის ძალიან ბევრი მაძიებელი იქნება, მათი უკან დაბრუნება მოხდეს.ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, სადაც კანონი უზენაესობა დაცულია“, – განაცხადა ელმარ ბროკმა.
მასალის გამოყენების პირობები






